https://sputnik-georgia.com/20251127/otxi-piri-saqartvelosi-binadrobis-nebartvis-misarebad-msurvelebs0yalb-sabutebs-umzadebda-295968674.html
ოთხი პირი საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად მსურველებს ყალბ საბუთებს უმზადებდა
ოთხი პირი საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად მსურველებს ყალბ საბუთებს უმზადებდა
Sputnik საქართველო
ბრალდებულებმა თურქეთის 16 მოქალაქეს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარსადგენი... 27.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-27T11:03+0400
2025-11-27T11:03+0400
2025-11-27T11:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა თურქეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე – ერთი და საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამი ადამიანი, რომლებიც ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდნენ. მათივე ცნობით, ბრალდებულებმა თურქეთის 16 მოქალაქეს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარსადგენი ყალბი დოკუმენტები დაუმზადეს.„გამოძიებით დადგინდა, რომ კონკრეტულ კომპანიებთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული პირები – ბუღალტერი, თარჯიმანი და სხვა პოზიციაზე მომუშავეები სარგებლობდნენ კომპანიის დირექტორების პირადი მონაცემებით და ხელმძღვანელებისგან ფარულად, მათი სახელით, თურქეთის მოქალაქეებს უფორმებდნენ ყალბ შრომით ხელშეკრულებებს, თითქოსდა ეს ადამიანები ამ კომპანიებში გარკვეულ თანამდებობებზე მუშაობდნენ“, - განაცხადეს სუსში.ოთხივე პირს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ოთხი პირი საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად მსურველებს ყალბ საბუთებს უმზადებდა
ბრალდებულებმა თურქეთის 16 მოქალაქეს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარსადგენი ყალბი დოკუმენტები დაუმზადეს.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა თურქეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე – ერთი და საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამი ადამიანი, რომლებიც ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდნენ.
მათივე ცნობით, ბრალდებულებმა თურქეთის 16 მოქალაქეს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარსადგენი ყალბი დოკუმენტები დაუმზადეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ კონკრეტულ კომპანიებთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული პირები – ბუღალტერი, თარჯიმანი და სხვა პოზიციაზე მომუშავეები სარგებლობდნენ კომპანიის დირექტორების პირადი მონაცემებით და ხელმძღვანელებისგან ფარულად, მათი სახელით, თურქეთის მოქალაქეებს უფორმებდნენ ყალბ შრომით ხელშეკრულებებს, თითქოსდა ეს ადამიანები ამ კომპანიებში გარკვეულ თანამდებობებზე მუშაობდნენ“, - განაცხადეს სუსში.
ოთხივე პირს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.