https://sputnik-georgia.com/20251126/sasamartlom-politikosebi-patimrobashi-datova-295963665.html
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმის საქმე: სასამართლომ პოლიტიკოსები პატიმრობაში დატოვა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმის საქმე: სასამართლომ პოლიტიკოსები პატიმრობაში დატოვა
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსები და... 26.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-26T20:00+0400
2025-11-26T20:00+0400
2025-11-26T20:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287222930_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_53d51414e35ad7301d148bf5a093787c.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსები და კიდევ 5 პირი პატიმრობაში დატოვა. საუბარია პოლიტიკოსებზე - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ 5 პირი - ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულების და ძებნაში მყოფი შს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება და ძალაში დარჩა.ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა - პროკურორ ვაჟა თოდუას თქმით, ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების, მტკიცებულებათა განადგურებისა და მიმალვის საფრთხე კვლავ არსებობს.დაცვის მხარემ დაკავებულთა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატების ნაწილი გირაოს ოდენობის განსაზღვრას თავად სასამართლოს ანდობდნენ, ნაწილმა კი 3000-5 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას მოითხოვა.მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის განმარტებით, არსებითი ხასიათის რამე ახალი გარემოება, რომელიც საპატიმრო ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა, არ გამოკვეთილა.პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს.სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287222930_909:0:3640:2048_1920x0_80_0_0_a5ce277ebcffecc316a55d40f8a9ab5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსები და კიდევ 5 პირი პატიმრობაში დატოვა.
საუბარია პოლიტიკოსებზე - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ 5 პირი - ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულების და ძებნაში მყოფი შს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება და ძალაში დარჩა.
ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა - პროკურორ ვაჟა თოდუას თქმით, ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების, მტკიცებულებათა განადგურებისა და მიმალვის საფრთხე კვლავ არსებობს.
დაცვის მხარემ დაკავებულთა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატების ნაწილი გირაოს ოდენობის განსაზღვრას თავად სასამართლოს ანდობდნენ, ნაწილმა კი 3000-5 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას მოითხოვა.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის განმარტებით, არსებითი ხასიათის რამე ახალი გარემოება, რომელიც საპატიმრო ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა, არ გამოკვეთილა.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.