https://sputnik-georgia.com/20251126/moswavleebs-me-12-klasis-damtavrebis-sashualeba-eqnebat-295964510.html
საქართველოში სკოლის მოსწავლეებს მე-12 კლასის დასრულების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოში სკოლის მოსწავლეებს მე-12 კლასის დასრულების შესაძლებლობა ექნებათ
Sputnik საქართველო
საქართველოს სკოლებში თორმეტწლიანი სწავლება 2005 წელს შემოიღეს 26.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-26T21:00+0400
2025-11-26T21:00+0400
2025-11-26T21:00+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1a/282681895_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_0cea0324dcc05ce8bc7dfb936305f735.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სკოლებში 11-წლიან განათლების სისტემაზე გადასვლის შემდეგ შეიქმნება სპეცკლასები „დასავლური“ სკოლის განათლების მისაღებად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საქართველოს მთარობამ სასკოლო განათლების რეფორმა დააანონსა, რომელიც ითვალისწინებს 11-წლიან საგანმანათლებლო სისტემაზე გადასვლას. ამან საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ქართველი ახალგაზრდები ვერ შეძლებენ დასავლეთის უნივერსიტეტებში ჩაბარებას, რომელთა უმეტესობა 12-წლიანი განათლების მქონე სტუდენტებს იღებს.მან ასევე აღნიშნა, რომ მე-11 კლასში სწავლება ორიენტირებული იქნება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებაზე და ამ თვალსაზრისით სასწავლო პროგრამა მთლიანად გადაიხედება.განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 12-წლიანი საგანმანათლებლო სისტემიდან 11-წლიან სწავლებაზე გადასვლის საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო.სასკოლო განათლება საქართველოს სკოლებში თორმეტწლიანი სწავლება 2005 წელს შემოიღეს, იმავე წელს მიიღეს გადაწყვეტილება ხუთი წლის ასაკიდან სწავლის დაწყების შესახებ. თუმცა, 2014 წელს სკოლაში შესვლის ასაკი ექვს წლამდე გაიზარდა.საქართველოს სასკოლო განათლება დაყოფილია დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებად. დაწყებითი განათლება მოიცავს 1-6 კლასებს, საბაზო განათლება 7-10 კლასებს, ხოლო საშუალო განათლება მოიცავს 11-12 კლასებს.საბაზო განათლება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, დაასრულონ სკოლა შემდგომში პროფესიული განათლების მისაღებად.საქართველოში 2.294 სკოლაა, რომელთაგან 2.086 საჯაროა და 208 კერძო. ყოველწლიურად, საშუალოდ, სკოლებს 40 ათასი მოსწავლე ამთავრებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1a/282681895_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_c5e9175333795f4a9c676c1cfc7683cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში სკოლის მოსწავლეებს მე-12 კლასის დასრულების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოს სკოლებში თორმეტწლიანი სწავლება 2005 წელს შემოიღეს
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სკოლებში 11-წლიან განათლების სისტემაზე გადასვლის შემდეგ შეიქმნება სპეცკლასები „დასავლური“ სკოლის განათლების მისაღებად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მთარობამ სასკოლო განათლების რეფორმა დააანონსა, რომელიც ითვალისწინებს 11-წლიან საგანმანათლებლო სისტემაზე გადასვლას. ამან საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ქართველი ახალგაზრდები ვერ შეძლებენ დასავლეთის უნივერსიტეტებში ჩაბარებას, რომელთა უმეტესობა 12-წლიანი განათლების მქონე სტუდენტებს იღებს.
„11-წლიანი სწავლების მოთხოვნაკერძო სკოლებზე არ გავრცელდება, რომლებსაც შეეძლებათ მე-12 კლასის შენარჩუნება. საჯარო სკოლებში კი შეიქმნება სპეცკლასები, სადაც უცხოეთის უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველებს შეეძლებათ სწავლის გაგრძელება“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მე-11 კლასში სწავლება ორიენტირებული იქნება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებაზე და ამ თვალსაზრისით სასწავლო პროგრამა მთლიანად გადაიხედება.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 12-წლიანი საგანმანათლებლო სისტემიდან 11-წლიან სწავლებაზე გადასვლის საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო.
საქართველოს სკოლებში თორმეტწლიანი სწავლება 2005 წელს შემოიღეს, იმავე წელს მიიღეს გადაწყვეტილება ხუთი წლის ასაკიდან სწავლის დაწყების შესახებ. თუმცა, 2014 წელს სკოლაში შესვლის ასაკი ექვს წლამდე გაიზარდა.
საქართველოს სასკოლო განათლება დაყოფილია დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებად. დაწყებითი განათლება მოიცავს 1-6 კლასებს, საბაზო განათლება 7-10 კლასებს, ხოლო საშუალო განათლება მოიცავს 11-12 კლასებს.
საბაზო განათლება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, დაასრულონ სკოლა შემდგომში პროფესიული განათლების მისაღებად.
საქართველოში 2.294 სკოლაა, რომელთაგან 2.086 საჯაროა და 208 კერძო. ყოველწლიურად, საშუალოდ, სკოლებს 40 ათასი მოსწავლე ამთავრებს.