https://sputnik-georgia.com/20251126/kobaxidze-evrointegraciis-procesi-chven-ar-shegvicherebia-295964103.html
კობახიძე: ევროინტეგრაციის პროცესი ჩვენ არ შეგვიჩერებია
კობახიძე: ევროინტეგრაციის პროცესი ჩვენ არ შეგვიჩერებია
Sputnik საქართველო
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ... 26.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-26T20:27+0400
2025-11-26T20:27+0400
2025-11-26T20:27+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/19/295091576_0:165:2048:1317_1920x0_80_0_0_222f30fffec207a9578e7c13cb3fb9a4.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი, უკვე დოკუმენტურადაც დაადასტურა ევროკავშირმა, რომ 2024 წლის 27 ივნისს ევროკავშირმა შეაჩერა დიალოგი საქართველოსთან, რასაც არ ჰქონდა არავითარი საფუძველი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.მთავრობის მეთაურის თქმით, თავად ევროპულმა ბიუროკრატიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან დიალოგის შეჩერების თაობაზე, რაც ქართველი ხალხის მიმართ უკიდურესად უსამართლო გადაწყვეტილება იყო.როგორც პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მიდგომები მომავალში შეიცვლება. რაც შეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს და ორიენტაციას, მისი თქმით, იგი მკაფიოა და საქართველოს კონსტიტუციაში არის ასახული.„თუ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან მიდგომები შეიცვლება, თუ გლობალური პოლიტიკური კონტექსტი შეიცვლება, ამ შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება ყველა დასახული მიზნის მიღწევა", - განაცხადა კობახიძემ.ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ამაზე ევროკავშირის ლიდერები 2024 წლის 27 ივნისს შეთანხმდნენ და შეშფოთება გამოხატეს საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო. ევროპელი ლიდერები მიიჩნევენ, რომ კანონი ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/19/295091576_36:0:2012:1482_1920x0_80_0_0_bb3dadaac768bb4ff06eaa612469d85f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
კობახიძე: ევროინტეგრაციის პროცესი ჩვენ არ შეგვიჩერებია
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი, უკვე დოკუმენტურადაც დაადასტურა ევროკავშირმა, რომ 2024 წლის 27 ივნისს ევროკავშირმა შეაჩერა დიალოგი საქართველოსთან, რასაც არ ჰქონდა არავითარი საფუძველი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.
მთავრობის მეთაურის თქმით, თავად ევროპულმა ბიუროკრატიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან დიალოგის შეჩერების თაობაზე, რაც ქართველი ხალხის მიმართ უკიდურესად უსამართლო გადაწყვეტილება იყო.
„2024 წლის 27 ივნისს თავად ევროპულმა ბიუროკრატიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან დიალოგის შეჩერების თაობაზე, რაც იყო უკიდურესად უსამართლო გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მიმართ. შემდეგ გამოაცხადეს უტიფრად, რომ თითქოს ჩვენ შევაჩერეთ ის, რაც მათ უკვე ივნისში ჰქონდათ შეჩერებული, შემდეგ კი გამოაცხადეს უტიფრად, რომ თითქოს ჩვენ შევაჩერეთ იგი... ამ მასშტაბის დემაგოგია, რა თქმა უნდა, არ ეკადრება ზოგადად ევროპულ ბიუროკრატიას", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მიდგომები მომავალში შეიცვლება. რაც შეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს და ორიენტაციას, მისი თქმით, იგი მკაფიოა და საქართველოს კონსტიტუციაში არის ასახული.
„თუ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან მიდგომები შეიცვლება, თუ გლობალური პოლიტიკური კონტექსტი შეიცვლება, ამ შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება ყველა დასახული მიზნის მიღწევა", - განაცხადა კობახიძემ.
ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ამაზე ევროკავშირის ლიდერები 2024 წლის 27 ივნისს შეთანხმდნენ და შეშფოთება გამოხატეს საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო. ევროპელი ლიდერები მიიჩნევენ, რომ კანონი ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.