https://sputnik-georgia.com/20251122/analitikosebma-acharashi-turizmis-gamowvevebi-daasaxeles-295887815.html
ანალიტიკოსებმა აჭარაში ტურიზმის გამოწვევები დაასახელეს
ანალიტიკოსებმა აჭარაში ტურიზმის გამოწვევები დაასახელეს
Sputnik საქართველო
როგორც Galt&Taggart-მა აღნიშნა, საქართველოში ტურიზმი ზრდას აგრძელებს - 2025 წლის ცხრა თვეში ტურისტების რაოდენობა 7,9%-ით გაიზარდა და 4,3 მილიონს მიაღწია. 22.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-22T10:53+0400
2025-11-22T10:53+0400
2025-11-22T10:53+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში
აჭარა
ბათუმი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252397275_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_1199b500d0c2f871253c12b9ecd71019.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. აჭარაში ტურიზმი ორი მთავარი გამოწვევის წინაშე დგას: აზარტული თამაშების ლეგალიზაცია რეგიონის ქვეყნებში, მათ შორის აზერბაიჯანში, რაც გაზრდის კონკურენციას ტურიზმის სექტორში და შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ბათუმში არენდით გასაცემი აპარტამენტების მზარდი რაოდენობა, რაც ტურისტული ნაკადის სწრაფ ზრდას მოითხოვს, ნათქვამია ანალიტიკური კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.ანალიტიკოსების შეფასებით, აჭარაში ტურიზმის ზრდა რუსეთიდან, ცენტრალური აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტული ნაკადების შემოდინების დადებითი დინამიკით იყო განპირობებული.ანალიტიკოსებმა წარმოადგინეს რეკომენდაციები, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ტურიზმს თავიდან აიცილოს მოსალოდნელი პრობლემები.რეგიონში მზარდი კონკურენციის გათვალისწინებით, პოტენციური ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად და ტურისტული შეთავაზებების დივერსიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო სექტორებთან თანამშრომლობა.როგორც Galt&Taggart-მა აღნიშნა, საქართველოში ტურიზმი ზრდას აგრძელებს - 2025 წლის ცხრა თვეში ტურისტების რაოდენობა 7,9%-ით გაიზარდა და 4,3 მილიონს მიაღწია.როგორც ბოლო წლებში, საქართველოში ტურიზმის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო აზიური ბაზრების მხრიდან დაინტერესების ზრდით. აზიურ ბაზრებთან ერთად, ამ პერიოდში გაიზარდა ტრადიციული ბაზრებიდან, განსაკუთრებით რუსეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობაც, რაც პირდაპირი რეისების გახსნამ განაპირობა.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ამ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ 6,1 მილიონი შეადგინა, რაც 5,4%-ით მეტია 2024 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს 35,4%-ით გადააჭარბა.2024 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველოს შემოსავალმა 4,43 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 7,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით - რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა ყველაზე მეტი თანხა 2024 წელს, 823 მილიონი დოლარი დახარჯეს.გარდა ამისა, საქართველომ 2024 წელს ტურისტული ვიზიტების მხრივ რეკორდი მოხსნა. ქვეყანამ 2023 წელთან შედარებით 4,2%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური მიიღო - დაახლოებით 7,4 მილიონი, საიდანაც 5,1 მილიონი ტურისტი იყო. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, იგი 2024 წელს 9%-ით გაიზარდა.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252397275_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_07b6b4447d24514b233f4bc41420ba9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, აჭარა , ბათუმი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, აჭარა , ბათუმი , ახალი ამბები
ანალიტიკოსებმა აჭარაში ტურიზმის გამოწვევები დაასახელეს
როგორც Galt&Taggart-მა აღნიშნა, საქართველოში ტურიზმი ზრდას აგრძელებს - 2025 წლის ცხრა თვეში ტურისტების რაოდენობა 7,9%-ით გაიზარდა და 4,3 მილიონს მიაღწია.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. აჭარაში ტურიზმი ორი მთავარი გამოწვევის წინაშე დგას: აზარტული თამაშების ლეგალიზაცია რეგიონის ქვეყნებში, მათ შორის აზერბაიჯანში, რაც გაზრდის კონკურენციას ტურიზმის სექტორში და შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ბათუმში არენდით გასაცემი აპარტამენტების მზარდი რაოდენობა, რაც ტურისტული ნაკადის სწრაფ ზრდას მოითხოვს, ნათქვამია ანალიტიკური კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
ანალიტიკოსების შეფასებით, აჭარაში ტურიზმის ზრდა რუსეთიდან, ცენტრალური აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტული ნაკადების შემოდინების დადებითი დინამიკით იყო განპირობებული.
აჭარაში აპარტამენტებზე მოთხოვნა რუსეთიდან და ცენტრალური აზიიდან ჩამოსული ტურისტებისგან მოდის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები კი სასტუმროებს ანიჭებენ უპირატესობას, ძირითადად, აზარტული თამაშების გამო. ეს ტენდენციები დადებითად მოქმედებს როგორც სასტუმროების, ისე აპარტამენტების დატვირთვის მაჩვენებელსა და შემოსავალზე.
ანალიტიკოსებმა წარმოადგინეს რეკომენდაციები, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ტურიზმს თავიდან აიცილოს მოსალოდნელი პრობლემები.
რეგიონში მზარდი კონკურენციის გათვალისწინებით, პოტენციური ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად და ტურისტული შეთავაზებების დივერსიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო სექტორებთან თანამშრომლობა.
აჭარაში ტურისტების რაოდენობის სწრაფმა ზრდამ, შესაძლოა, ე.წ. ჭარბი ტურიზმის რისკი შექმნას, რისთვისაც არსებული ინფრასტრუქტურა მოუმზადებელია. ალტერნატივის სახით, მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ტურიზმის სტიმულირება, მათ შორის სამედიცინო ტურიზმის განვითარებით.
როგორც Galt&Taggart-მა აღნიშნა, საქართველოში ტურიზმი ზრდას აგრძელებს - 2025 წლის ცხრა თვეში ტურისტების რაოდენობა 7,9%-ით გაიზარდა და 4,3 მილიონს მიაღწია.
როგორც ბოლო წლებში, საქართველოში ტურიზმის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო აზიური ბაზრების მხრიდან დაინტერესების ზრდით. აზიურ ბაზრებთან ერთად, ამ პერიოდში გაიზარდა ტრადიციული ბაზრებიდან, განსაკუთრებით რუსეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობაც, რაც პირდაპირი რეისების გახსნამ განაპირობა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ამ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ 6,1 მილიონი შეადგინა, რაც 5,4%-ით მეტია 2024 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით.
გარდა ამისა, ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, რამაც ისტორიულ მაქსიმუმს - 2 მილიონს (+9%) მიაღწია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს 35,4%-ით გადააჭარბა.
2024 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველოს შემოსავალმა 4,43 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 7,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით - რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა ყველაზე მეტი თანხა 2024 წელს, 823 მილიონი დოლარი დახარჯეს.
გარდა ამისა, საქართველომ 2024 წელს ტურისტული ვიზიტების მხრივ რეკორდი მოხსნა. ქვეყანამ 2023 წელთან შედარებით 4,2%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური მიიღო - დაახლოებით 7,4 მილიონი, საიდანაც 5,1 მილიონი ტურისტი იყო. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, იგი 2024 წელს 9%-ით გაიზარდა.