https://sputnik-georgia.com/20251120/zaxarova-ideologiis-gamo-evrokavsiri-sdakutar-demokrtaiul-principebs-wiravs-295868702.html
ზახაროვა: იდეოლოგიის გამო ევროკავშირი საკუთარ დემოკრატიულ პრინციპებს წირავს
ზახაროვა: იდეოლოგიის გამო ევროკავშირი საკუთარ დემოკრატიულ პრინციპებს წირავს
Sputnik საქართველო
ევროკავშირი იმედოვნებს, რომ აპრილში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში უნგრეთის ვეტოს დაძლევას შეძლებს 20.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-20T13:31+0400
2025-11-20T13:31+0400
2025-11-20T13:31+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
მოლდოვა
ევროკავშირი
უნგრეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/09/294864087_0:63:3417:1985_1920x0_80_0_0_41bfbffaa9bbd452842adfe6f19cf196.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა, იდეოლოგიური დღის წესრიგის დამკვიდრების სანაცვლოდ საკუთარი დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები დათმოს.ადრე Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიუსელი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისთვის ახალ გეგმას ამზადებს. ქვეყანა ევროკავშირის ოფიციალურ თანხმობამდე ანუ უნგრეთის ვეტოს გვერდის ავლით, დაიწყებს გაწევრიანებისთვის აუცილებელ პრაქტიკულ რეფორმებზე მუშაობას. გამოცემის ცნობით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ აპრილში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში უნგრეთის ვეტოს დაძლევას შეძლებს.„მოგეხსენებათ, კონსენსუსის პრინციპი ყოველთვის არა მხოლოდ დომინანტური, არამედ სისტემურად ფუნდამენტური იყო ევროკავშირში, რადგან დემოკრატიის გამოვლინება სწორედ ეს იყო. ახლა ისინი მზად არიან დემოკრატიული პროცესის ეს უკანასკნელი რგოლიც კი გაწყვიტონ, რათა როგორმე გაატარონ თავიანთი იდეოლოგიები“, - თქვა ზახაროვამ.უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ ადრე განაცხადა, რომ არ სჯერა უკრაინის უნარის, დააკმაყოფილოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო კრიტერიუმები. თავის მხრივ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბრიუსელს სურს, უკრაინა ევროკავშირში 2030 წლისთვის გაწევრიანდეს, მაგრამ საბოლოო სიტყვა უნგრეთს ეკუთვნის. მან განაცხადა, რომ უკრაინის გაწევრიანება უნგრეთის ეკონომიკას გაანადგურებდა.ორბანმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს უკრაინის არა დახმარება, არამედ მისი კოლონიზაცია, ხოლო აიძულო კიევს კონფლიქტის გაგრძელება კოლონიზაციის ერთ-ერთი მეთოდია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი ევროკავშირის მომხრეა, მაგრამ წინააღმდეგია უკრაინის დაჩქარებული ევროინტეგრაციის, ხოლო ბუდაპეშტის თანხმობის გარეშე კიევი ამ გაერთიანებაში ვერასდროს შევა.ადრე, მოსკოვში არსებულმა წყარომ „რია ნოვოსტი“-ს განუცხადა, რომ ევროკავშირის მზადება უნგრეთის გვერდის ავლით უკრაინისა და მოლდოვის მიღებისთვის ულახავს რეპუტაციას როგორც ევროკომისიას, ისე ევროკავშირს და რომ კიევი და კიშინიოვი უახლოეს მომავალში ორგანიზაციის კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებენ.
უკრაინა
მოლდოვა
ევროკავშირი
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/09/294864087_344:0:3075:2048_1920x0_80_0_0_049cdbb95f6cb3627b3debc90732c866.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მოლდოვა, ევროკავშირი , უნგრეთი
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მოლდოვა, ევროკავშირი , უნგრეთი
ზახაროვა: იდეოლოგიის გამო ევროკავშირი საკუთარ დემოკრატიულ პრინციპებს წირავს
ევროკავშირი იმედოვნებს, რომ აპრილში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში უნგრეთის ვეტოს დაძლევას შეძლებს
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა, იდეოლოგიური დღის წესრიგის დამკვიდრების სანაცვლოდ საკუთარი დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები დათმოს.
ადრე Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიუსელი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისთვის ახალ გეგმას ამზადებს. ქვეყანა ევროკავშირის ოფიციალურ თანხმობამდე ანუ უნგრეთის ვეტოს გვერდის ავლით, დაიწყებს გაწევრიანებისთვის აუცილებელ პრაქტიკულ რეფორმებზე მუშაობას. გამოცემის ცნობით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ აპრილში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში უნგრეთის ვეტოს დაძლევას შეძლებს.
„მოგეხსენებათ, კონსენსუსის პრინციპი ყოველთვის არა მხოლოდ დომინანტური, არამედ სისტემურად ფუნდამენტური იყო ევროკავშირში, რადგან დემოკრატიის გამოვლინება სწორედ ეს იყო. ახლა ისინი მზად არიან დემოკრატიული პროცესის ეს უკანასკნელი რგოლიც კი გაწყვიტონ, რათა როგორმე გაატარონ თავიანთი იდეოლოგიები“, - თქვა ზახაროვამ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ ადრე განაცხადა, რომ არ სჯერა უკრაინის უნარის, დააკმაყოფილოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო კრიტერიუმები. თავის მხრივ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბრიუსელს სურს, უკრაინა ევროკავშირში 2030 წლისთვის გაწევრიანდეს, მაგრამ საბოლოო სიტყვა უნგრეთს ეკუთვნის. მან განაცხადა, რომ უკრაინის გაწევრიანება უნგრეთის ეკონომიკას გაანადგურებდა.
ორბანმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს უკრაინის არა დახმარება, არამედ მისი კოლონიზაცია, ხოლო აიძულო კიევს კონფლიქტის გაგრძელება კოლონიზაციის ერთ-ერთი მეთოდია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი ევროკავშირის მომხრეა, მაგრამ წინააღმდეგია უკრაინის დაჩქარებული ევროინტეგრაციის, ხოლო ბუდაპეშტის თანხმობის გარეშე კიევი ამ გაერთიანებაში ვერასდროს შევა.
ადრე, მოსკოვში არსებულმა წყარომ „რია ნოვოსტი“-ს განუცხადა, რომ ევროკავშირის მზადება უნგრეთის გვერდის ავლით უკრაინისა და მოლდოვის მიღებისთვის ულახავს რეპუტაციას როგორც ევროკომისიას, ისე ევროკავშირს და რომ კიევი და კიშინიოვი უახლოეს მომავალში ორგანიზაციის კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებენ.