https://sputnik-georgia.com/20251120/tbilservisis-tanamsromeli-garemovawreebs-warteuli-saqonlis-dasabruneblad-qrtams-artmevda-295875606.html
თბილსერვისის თანამშრომელი გარემოვაჭრეებს წართმეული საქონლის დასაბრუნებლად ქრთამს ართმევდა
თბილსერვისის თანამშრომელი გარემოვაჭრეებს წართმეული საქონლის დასაბრუნებლად ქრთამს ართმევდა
Sputnik საქართველო
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 20.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-20T22:07+0400
2025-11-20T22:07+0400
2025-11-20T22:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
შემთხვევები საქართველოში
თბილისის მერია
საზოგადოება
შემთხვევები
თბილისი დღეს
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/13/266745858_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_d461684b651cb760739cd4f992d2dcc2.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების "თბილსერვის ჯგუფის" რაიონული მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, საჯარო მოხელე თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით იღებდა ქრთამს. კერძოდ, ბრალდებული თბილისში, მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებს კონტროლის ღონისძიებების თაობაზე წინასწარ აწვდიდა ინფორმაციას, არ აჯარიმებდა და ჩამორთმეულ საქონელს უკან უბრუნებდა, სანაცვლოდ კი ხსენებულ გარემოვაჭრეებთან დაკავშირებული პირებისგან ორ კვირაში ერთხელ 3 ათას ლარს ითხოვდა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულება. ბრალდებული დაკავებულია ქრთამის სახით 3 ათასი ლარის აღებისთანავე და ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აფრთხილებს საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ კორუფციული დანაშაულისგან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/13/266745858_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_137225c7f6d72d1a380e2293433118a0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, შემთხვევები საქართველოში, თბილისის მერია, საზოგადოება, შემთხვევები, თბილისი დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, შემთხვევები საქართველოში, თბილისის მერია, საზოგადოება, შემთხვევები, თბილისი დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
თბილსერვისის თანამშრომელი გარემოვაჭრეებს წართმეული საქონლის დასაბრუნებლად ქრთამს ართმევდა
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების "თბილსერვის ჯგუფის" რაიონული მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, საჯარო მოხელე თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით იღებდა ქრთამს.
კერძოდ, ბრალდებული თბილისში, მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებს კონტროლის ღონისძიებების თაობაზე წინასწარ აწვდიდა ინფორმაციას, არ აჯარიმებდა და ჩამორთმეულ საქონელს უკან უბრუნებდა, სანაცვლოდ კი ხსენებულ გარემოვაჭრეებთან დაკავშირებული პირებისგან ორ კვირაში ერთხელ 3 ათას ლარს ითხოვდა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულება.
ბრალდებული დაკავებულია ქრთამის სახით 3 ათასი ლარის აღებისთანავე და ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აფრთხილებს საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ კორუფციული დანაშაულისგან.