https://sputnik-georgia.com/20251120/didgori-2025-sav-zrvasi-ertoblivi-swavleba-gaimarta-295874073.html
"დიდგორი 2025": შავ ზღვაში ერთობლივი სწავლება გაიმართა
"დიდგორი 2025": შავ ზღვაში ერთობლივი სწავლება გაიმართა
Sputnik საქართველო
სწავლების მთავარი მიზანი კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწაა. 20.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-20T19:39+0400
2025-11-20T19:39+0400
2025-11-20T19:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
შავი ზღვა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252377658_0:1:1831:1031_1920x0_80_0_0_d89dd765e20d95d08ec07b762fff7f9e.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება "დიდგორი 2025"-ის ფარგლებში თავდაცვის ძალებისა და შსს წარმომადგენლებმა შავ ზღვაში ერთობლივი სწავლება ჩაატარეს, იუწყება თავდაცვის სამინისტრო. წელს უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება "დიდგორი 2025" საველე კომპონენტების სიმრავლით გამოირჩევა. თავდაცვის ძალებისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების ერთობლივი კოორდინირებული მოქმედებები ტაქტიკურ დონეზე სინქრონიზაციასა და კოორდინაციის გაღრმავებას ითვალისწინებს. სიმულაციური სცენარის მიხედვით, თავდაცვის ძალებისა და შსს-ს წარმომადგენლებმა შავ ზღვაში სინქრონიზებულად აბორდაჟის ოპერაცია განახორციელეს. "დიდგორი 2025" მიზნად ისახავს კრიზისული სიტუაციის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწას. წინა სწავლებებთან შედარებით "დიდგორი 2025", უფრო მასშტაბურია. მასში სახელმწიფო უწყებების 5 ათასამდე წარმომადგენელი მონაწილეობს, შტაბები საქართველოს მასშტაბით 25 ლოკაციაზეა გაშლილი.სწავლება 29 საველე კომპონენტს მოიცავს, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, მათ შორისაა თბილისში კრწანისისა და აფრიკის დასახლებები.
საქართველო
შავი ზღვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252377658_228:0:1604:1032_1920x0_80_0_0_24b0b09eda7afdca75e1c83b9adbcfb2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შავი ზღვა , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შავი ზღვა , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
"დიდგორი 2025": შავ ზღვაში ერთობლივი სწავლება გაიმართა
სწავლების მთავარი მიზანი კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწაა.
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება "დიდგორი 2025"-ის ფარგლებში თავდაცვის ძალებისა და შსს წარმომადგენლებმა შავ ზღვაში ერთობლივი სწავლება ჩაატარეს, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.
წელს უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება "დიდგორი 2025" საველე კომპონენტების სიმრავლით გამოირჩევა. თავდაცვის ძალებისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების ერთობლივი კოორდინირებული მოქმედებები ტაქტიკურ დონეზე სინქრონიზაციასა და კოორდინაციის გაღრმავებას ითვალისწინებს.
"დიდგორი 2025"-ის ფარგლებში საველე სწავლება გაიმართა შავ ზღვაშიც. წვრთნაში ჩართული იყო თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დასავლეთის ბატალიონის საზღვაო ასეულის მყვინთავების ჯგუფი და შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ჯგუფი", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიმულაციური სცენარის მიხედვით, თავდაცვის ძალებისა და შსს-ს წარმომადგენლებმა შავ ზღვაში სინქრონიზებულად აბორდაჟის ოპერაცია განახორციელეს.
"დიდგორი 2025" მიზნად ისახავს კრიზისული სიტუაციის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწას.
წინა სწავლებებთან შედარებით "დიდგორი 2025", უფრო მასშტაბურია. მასში სახელმწიფო უწყებების 5 ათასამდე წარმომადგენელი მონაწილეობს, შტაბები საქართველოს მასშტაბით 25 ლოკაციაზეა გაშლილი.
სწავლება 29 საველე კომპონენტს მოიცავს, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, მათ შორისაა თბილისში კრწანისისა და აფრიკის დასახლებები.