https://sputnik-georgia.com/20251119/saqartveloshi-saxelmwipo-qonebis-pirdapiri-mikidvis-wesi-mkacrdeba-295851941.html
საქართველოში სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის წესი მკაცრდება
საქართველოში სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის წესი მკაცრდება
Sputnik საქართველო
კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, მთავრობას დაევალება, შეიმუშავოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელშიც ზედმიწევნით გაიწერება, რა შემთხვევებში იქნება... 19.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-19T16:52+0400
2025-11-19T16:52+0400
2025-11-19T16:52+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
კანონმდებლობა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264701396_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_aa5554382eec76045d64fefb0714a6bd.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა.როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო ენუქიძემ განმარტა, ამიერიდან სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი, რომლის შესახებაც საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტი მომზადდება.მისი თქმით, დღემდე ასეთი წინაპირობები არ არსებობდა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მთავრობა გადაწყვეტილებას ინდივიდუალური განხილვის შემდეგ იღებდა.ახალი რეგულაციის მიხედვით, მთავრობა, ეკონომიკის სამინისტროს წარდგინებით, ვალდებული იქნება კანონის მიღებიდან 60 დღის ვადაში შეიმუშაოს ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს ქონების განკარგვის წინაპირობებს როგორც გაცვლის, ისე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264701396_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_fcc5241762d74a4d66ae69dcb4632372.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , კანონმდებლობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , კანონმდებლობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოში სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის წესი მკაცრდება
კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, მთავრობას დაევალება, შეიმუშავოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელშიც ზედმიწევნით გაიწერება, რა შემთხვევებში იქნება შესაძლებელი სახელმწიფო ქონების გაცვლა ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო ენუქიძემ განმარტა, ამიერიდან სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი, რომლის შესახებაც საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტი მომზადდება.
მისი თქმით, დღემდე ასეთი წინაპირობები არ არსებობდა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მთავრობა გადაწყვეტილებას ინდივიდუალური განხილვის შემდეგ იღებდა.
„პირდაპირი მიყიდვა საგამონაკლისო ნორმაა და აქამდე საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად რეგლამენტირებული არ იყო... მთავრობის ნორმატიული აქტით, დეტალურად გაიწერება კონკრეტული შემთხვევები, როგორ განხორციელდება პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება, ან ქონების გაცვლა,“ - განაცხადა ენუქიძემ.
ახალი რეგულაციის მიხედვით, მთავრობა, ეკონომიკის სამინისტროს წარდგინებით, ვალდებული იქნება კანონის მიღებიდან 60 დღის ვადაში შეიმუშაოს ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს ქონების განკარგვის წინაპირობებს როგორც გაცვლის, ისე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას.