https://sputnik-georgia.com/20251119/kaladze-developers-shesazlebloba-eqneba-msheneblobis-processhi-obieqtis-shemowmeba-moitxovs-295858141.html
კალაძე: დეველოპერს შესაძლებლობა ექნება მშენებლობის პროცესში ობიექტის შემოწმება მოითხოვოს
კალაძე: დეველოპერს შესაძლებლობა ექნება მშენებლობის პროცესში ობიექტის შემოწმება მოითხოვოს
Sputnik საქართველო
დაინტერესებულ პირს შენობა-ნაგებობის კლასის მიხედვით მოუწვეს შესაბამისი ოდენობის მოსაკრებლის გადახდა, არაუმეტეს 40 ათასი ლარისა. 19.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-19T19:00+0400
2025-11-19T19:00+0400
2025-11-19T19:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს ბიზნესგარემო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115190_0:63:960:603_1920x0_80_0_0_48b8fc3aa23b19a17c11165ab287d895.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. დეველოპერს შესაძლებლობა ექნება მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში მიმართოს თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას და სამშენებლო ობიექტის სანებართვო პირობებთან შესაბამისობა შეამოწმოს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს არის სამშენებლო სექტორისთვის შეთავაზებული დამატებითი სერვისი, რომელიც ხელს შეუწყობს მშენებლობის პროცესის წარმართვას სანებართვო პირობების შესაბამისად. მერის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებებით მაქსიმალურად მოხდება სამშენებლო დარღვევების პრევენცია. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, შემოღებულია ბევრი რეგულაცია, რომლითაც დედაქალაქის მთავრობამ მშენებლობების მიმართ დამოკიდებულება გაამკაცრა და რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე პასუხის გაცემა. დედაქალაქში მშენებლობის ხარისხზე კონტროლი მიმდინარეობს – გამოვლენილ დარღვევებზე სერიოზული სანქციები დაწესდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ჩათვლით. ბოლო წლებში უკანონო მშენებლობისთვის ჯარიმები 3-12 ათასი ლარიდან 50 ათას ლარამდე გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115190_0:80:960:800_1920x0_80_0_0_b7c9211158598e0298b7251eb8180980.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ბიზნესგარემო
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ბიზნესგარემო
კალაძე: დეველოპერს შესაძლებლობა ექნება მშენებლობის პროცესში ობიექტის შემოწმება მოითხოვოს
დაინტერესებულ პირს შენობა-ნაგებობის კლასის მიხედვით მოუწვეს შესაბამისი ოდენობის მოსაკრებლის გადახდა, არაუმეტეს 40 ათასი ლარისა.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. დეველოპერს შესაძლებლობა ექნება მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში მიმართოს თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას და სამშენებლო ობიექტის სანებართვო პირობებთან შესაბამისობა შეამოწმოს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს არის სამშენებლო სექტორისთვის შეთავაზებული დამატებითი სერვისი, რომელიც ხელს შეუწყობს მშენებლობის პროცესის წარმართვას სანებართვო პირობების შესაბამისად.
„კერძოდ, თუ მშენებელს/დეველოპერს აქვს ეჭვი, რომ თუნდაც მცირედი დარღვევა აქვს მშენებლობაზე, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში მიმართონ მუნიციპალურ ინსპექციას და მოითხოვონ სამშენებლო ობიექტის შემოწმება, რამდენად სწორად მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი და ხომ არ არის ის სანებართვო პირობებთან შეუსაბამო“, - განაცხადა კალაძემ.
მერის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებებით მაქსიმალურად მოხდება სამშენებლო დარღვევების პრევენცია.
„აღნიშნული სერვისის მიღება დაინტერესებულ პირებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ, რისთვისაც მათ შენობა-ნაგებობის კლასის მიხედვით მოუწვეთ შესაბამისი ოდენობის მოსაკრებლის გადახდა, რომელიც იქნება არაუმეტეს 40 ათასი ლარისა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ისარგებლებს ამ სერვისით, რაც ხელს შეუწყობს თავად მშენებლობას და თუ სადმე, რომელიმე ეტაპზე ფიქსირდება დარღვევა, მისი გამოსწორება და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა მოხდება“, - აღნიშნა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, შემოღებულია ბევრი რეგულაცია, რომლითაც დედაქალაქის მთავრობამ მშენებლობების მიმართ დამოკიდებულება გაამკაცრა და რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე პასუხის გაცემა.
დედაქალაქში მშენებლობის ხარისხზე კონტროლი მიმდინარეობს – გამოვლენილ დარღვევებზე სერიოზული სანქციები დაწესდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ჩათვლით.
ბოლო წლებში უკანონო მშენებლობისთვის ჯარიმები 3-12 ათასი ლარიდან 50 ათას ლარამდე გაიზარდა.