https://sputnik-georgia.com/20251119/-gzebze-sikvdilianobit-saqartvelo-evropashi-pirvel-adgilzea-295863721.html
მინისტრის მოადგილე: გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა
მინისტრის მოადგილე: გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა
Sputnik საქართველო
უწყებამ პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრებას ითვალისწინებს 19.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-19T20:49+0400
2025-11-19T20:49+0400
2025-11-19T20:49+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/11/263684172_0:0:3457:1946_1920x0_80_0_0_ef2d96f3d3f1fb8cbd66292f05445a1d.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველო ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც ითვალისწინებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებისა და მანევრირების წესების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდას.დარახველიძის თქმით, მოქმედი სანქციები პრევენციულ ეფექტს ვერ უზრუნველყოფს.„გასულ 2024 წელს ავარიების შედეგად 7.587 დაშავების შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა - 444 ადამიანი. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით კი 6.041 ადამიანია დაშავებული, გარდაიცვალა - 345 ადამიანი", - აღნიშნა დარახველძემ.სტატისტიკის მიხედვით, წელს ავარიებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი წინა წლის 9-თვიან პერიოდთან შედარებით 41 ერთეულით გაიზარდა, ხოლო დაშავების მაჩვენებელი - 637 ერთეულით.„ყველაზე ხშირად ავარიები და ტრავმები სიჩქარის გადაჭარბებით არის გამოწვეული. გასულ წელს სიჩქარის გადაჭარბებისთვის 1,5 მილიონზე მეტი ჯარიმა გამოიწერა. სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევების წილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებში 41,96%-ით გაიზარდა“, - აღნიშნა დარახველიძემ.ახალი სანქციებიუწყების ცნობით, სიახლე შეეხება შემდეგ დარღვევებს:გარდა ამისა, დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება BUS LINE-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.გარდა ამისა, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას დაექვემდებარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/11/263684172_685:0:3298:1960_1920x0_80_0_0_d162883b129dba502a38352ba27fcec6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
მინისტრის მოადგილე: გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა
უწყებამ პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრებას ითვალისწინებს
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველო ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც ითვალისწინებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებისა და მანევრირების წესების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდას.
„საქართველო გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით ევროპაში კვლავ პირველ ადგილზეა - ყოველწლიურად 100 ათას მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი კვდება, მაშინ, როცა ევროპული მაჩვენებელი 2-3 ადამიანს შეადგენს, ხოლო ყველაზე მაღალია - 7 ადამიანი, რაც რუმინეთში ფიქსირდება", - განაცხადა დარახველიძემ.
დარახველიძის თქმით, მოქმედი სანქციები პრევენციულ ეფექტს ვერ უზრუნველყოფს.
„გასულ 2024 წელს ავარიების შედეგად 7.587 დაშავების შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა - 444 ადამიანი. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით კი 6.041 ადამიანია დაშავებული, გარდაიცვალა - 345 ადამიანი", - აღნიშნა დარახველძემ.
სტატისტიკის მიხედვით, წელს ავარიებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი წინა წლის 9-თვიან პერიოდთან შედარებით 41 ერთეულით გაიზარდა, ხოლო დაშავების მაჩვენებელი - 637 ერთეულით.
„ყველაზე ხშირად ავარიები და ტრავმები სიჩქარის გადაჭარბებით არის გამოწვეული. გასულ წელს სიჩქარის გადაჭარბებისთვის 1,5 მილიონზე მეტი ჯარიმა გამოიწერა. სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევების წილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებში 41,96%-ით გაიზარდა“, - აღნიშნა დარახველიძემ.
უწყების ცნობით, სიახლე შეეხება შემდეგ დარღვევებს:
სატრანსპორტო საშუალების მანევრირების წესების დარღვევა – 100 ლარი 50-ის ნაცვლად;
სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/საათისა – 50-ის ნაცვლად 100 ლარი;
ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა - 50 ლარი 20-ის ნაცვლად;
ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობა - 50 ლარი 30-ის ნაცვლად;
თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდსა და საქართველოს კურორტებზე პარკირების წესების დარღვევა - 50 ლარი 10-ის ნაცვლად.
გარდა ამისა, დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება BUS LINE-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას დაექვემდებარება.