https://sputnik-georgia.com/20251118/turqetis-tavdacvis-ministri-shavi-kutis-analizs-2-tve-daschirdeba-295830003.html
თურქეთის თავდაცვის მინისტრი: „შავი ყუთის“ ანალიზს სულ მცირე ორი თვე დასჭირდება
თურქეთის თავდაცვის მინისტრი: „შავი ყუთის“ ანალიზს სულ მცირე ორი თვე დასჭირდება
Sputnik საქართველო
საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო ათასზე მეტი ადამიანი, როგორც ქართული, ასევე თურქული მხარის წარმომადგენლები. 18.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-18T14:00+0400
2025-11-18T14:00+0400
2025-11-18T14:00+0400
საქართველო
თურქეთი
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0c/295755574_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_f486a979f49d5cff487b3a9945619063.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთის ანალიზსა და პირველადი დასკვნების გამოტანას, სულ მცირე, ორი თვე დასჭირდება, განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იასარ გიულერმა. 11 ნოემბერს თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, საქართველოს ტერიტორიაზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრიდან ხუთ კილომეტრში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 20 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის ეკიპაჟის 4 წევრი, საჰაერო შტაბის უფროსი და საჰაერო ძალების 15 ოფიცერი. როგორც იასარ გიულერმა აღნიშნა, C-130-ის ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის „შავ ყუთს“ თურქეთის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის საწარმო ამოწმებს. საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო ათასზე მეტი ადამიანი, როგორც ქართული, ისე თურქული მხარის წარმომადგენლები. „საქაერონავიგაციის" ინფორმაციით, თურქეთის C-130 ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავს F-16-ის სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა, ბორტზე კი სპეციალისტები იმყოფებოდნენ. რეაქტიული გამანადგურებლები, რომლებიც 8 ნოემბერს ბაქოში გამართულ სამხედრო აღლუმში მონაწილეობდა, აზერბაიჯანიდან უკან, თურქეთში მიჰქონდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0c/295755574_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_618b629123e6d11ef5714eebeb055dc5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
თურქეთის თავდაცვის მინისტრი: „შავი ყუთის“ ანალიზს სულ მცირე ორი თვე დასჭირდება
საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო ათასზე მეტი ადამიანი, როგორც ქართული, ასევე თურქული მხარის წარმომადგენლები.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთის ანალიზსა და პირველადი დასკვნების გამოტანას, სულ მცირე, ორი თვე დასჭირდება, განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იასარ გიულერმა.
11 ნოემბერს თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, საქართველოს ტერიტორიაზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრიდან ხუთ კილომეტრში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 20 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის ეკიპაჟის 4 წევრი, საჰაერო შტაბის უფროსი და საჰაერო ძალების 15 ოფიცერი.
როგორც იასარ გიულერმა აღნიშნა, C-130-ის ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის „შავ ყუთს“ თურქეთის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის საწარმო ამოწმებს.
„წინასწარი დასკვნების თანახმად, თვითმფრინავს თავდაპირველად კუდი მოსტყდა, შემდეგ კი სამ ნაწილად დაიშალა. ეს „შავ ყუთის“ შემოწმების შედეგად დადგინდება“, - განაცხადა მინისტრმა.
საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო ათასზე მეტი ადამიანი, როგორც ქართული, ისე თურქული მხარის წარმომადგენლები.
„საქაერონავიგაციის" ინფორმაციით, თურქეთის C-130 ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავს F-16-ის სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა, ბორტზე კი სპეციალისტები იმყოფებოდნენ. რეაქტიული გამანადგურებლები, რომლებიც 8 ნოემბერს ბაქოში გამართულ სამხედრო აღლუმში მონაწილეობდა, აზერბაიჯანიდან უკან, თურქეთში მიჰქონდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.