თბილისში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ყაზახეთის ერთი მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2025
გამოწერა
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ყაზახეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
35 წლის მამაკაცი ყაზახეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ 2025 წლის ნოემბრიდან წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი პირადი მატერიალური სარგებლის მოპოვების მოტივით, ყაზახეთის ტერიტორიაზე ეწეოდა უკანონო აზარტულ საქმიანობას – ონლაინ-კაზინოს ორგანიზებასა და ფუნქციონირებას. ამასთან, მან ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილე პირების მიერ მის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული დიდი რაოდენობის თანხა უკანონო მიითვისა.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0