https://sputnik-georgia.com/20251118/peskovi-kremls-ar-sheuzlia-sheapasos-kievis-mzadkopna-dialogistvis-295844824.html
პესკოვი: კრემლს არ შეუძლია შეაფასოს კიევის მზადყოფნა დიალოგისთვის
პესკოვი: კრემლს არ შეუძლია შეაფასოს კიევის მზადყოფნა დიალოგისთვის
Sputnik საქართველო
მიმდინარე წელს მოსკოვმა და კიევმა პირდაპირი მოლაპარაკებების სამი რაუნდი გამართეს, რომლებიც სტამბულში გაიმართა. 18.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-18T19:16+0400
2025-11-18T19:16+0400
2025-11-18T19:16+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
აშშ
თურქეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/10/294564557_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_9bbce7c0ea1811aa660fdc683d751bcf.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. კრემლს ჯერ არ შეუძლია შეაფასოს კიევის მზადყოფნა დიალოგისთვის, რადგანაც არ იცის, რაზე მიდის საუბარი უკრაინის მიერ შეთანხმებულ მოლაპარაკებებში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.მანამდე, თურქეთში დაგეგმილი ვიზიტის წინ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში სიტუაციის დასარეგულირებლად მოლაპარაკებების გააქტიურების და ტყვეების გაცვლის განახლების განზრახვის შესახებ განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი თურქეთში ვიზიტს ოთხშაბათს გეგმავს.გარდა ამისა, ამ დღეს სტამბულს აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი ეწვევა. მოსალოდნელია, რომ ის ზელენსკისთან მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას.პესკოვმა უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა კრემლი უკრაინული მხარის მზაობას დიალოგისთვის.რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა როგორც აღნიშნა, მოსკოვი კვლავ ღია რჩება მოლაპარაკებების პროცესისთვის და მისი პოზიცია კარგად არის ცნობილი ყველასთვის.მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სტამბულში კონტაქტები რუსეთის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს. მოსკოვი დაელოდება ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა იქნება განხილული შეხვედრებზე. თუ უიტკოფი ან თურქეთის მთავრობის წარმომადგენლები საჭიროდ ჩათვლიან რუსული მხარის ინფორმირებას, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ღია იქნება საუბრისთვის.მიმდინარე წელს მოსკოვმა და კიევმა პირდაპირი მოლაპარაკებების სამი რაუნდი გამართეს, რომლებიც სტამბულში გაიმართა. შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე. მათ ასევე გაცვალეს კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მემორანდუმების პროექტები.ამასთან, კიევმა ჯერ კიდევ არ უპასუხა მოსკოვის წინადადებას სამი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, რათა უფრო კონკრეტულად განიხილონ რიგი საკითხები. ეს წინადადება რუსულმა მხარემ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს წამოაყენა.რუსულმა მხარემ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, ითანამშრომლოს უკრაინასთან ნებისმიერ ფორმატში. თუმცა, კიევის პოზიციის გამო, მოლაპარაკების პროცესი დიდი ხანია ჩიხშია.
აშშ
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/10/294564557_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_1ac0924cc83c98f20f6e62dba9d4acdb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , თურქეთი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , თურქეთი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
პესკოვი: კრემლს არ შეუძლია შეაფასოს კიევის მზადყოფნა დიალოგისთვის
მიმდინარე წელს მოსკოვმა და კიევმა პირდაპირი მოლაპარაკებების სამი რაუნდი გამართეს, რომლებიც სტამბულში გაიმართა.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. კრემლს ჯერ არ შეუძლია შეაფასოს კიევის მზადყოფნა დიალოგისთვის, რადგანაც არ იცის, რაზე მიდის საუბარი უკრაინის მიერ შეთანხმებულ მოლაპარაკებებში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მანამდე, თურქეთში დაგეგმილი ვიზიტის წინ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში სიტუაციის დასარეგულირებლად მოლაპარაკებების გააქტიურების და ტყვეების გაცვლის განახლების განზრახვის შესახებ განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი თურქეთში ვიზიტს ოთხშაბათს გეგმავს.
გარდა ამისა, ამ დღეს სტამბულს აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი ეწვევა. მოსალოდნელია, რომ ის ზელენსკისთან მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას.
პესკოვმა უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა კრემლი უკრაინული მხარის მზაობას დიალოგისთვის.
„ამ ნაბიჯში, ჯერჯერობით, ვერაფერს ვხედავთ, რადგან არ ვიცით, რაზეა საუბარი.. როდესაც გავიგებთ, მაშინ შევძლებთ ვთქვათ, ვხედავთ თუ არა რამეს“, - განაცხადა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა როგორც აღნიშნა, მოსკოვი კვლავ ღია რჩება მოლაპარაკებების პროცესისთვის და მისი პოზიცია კარგად არის ცნობილი ყველასთვის.
მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სტამბულში კონტაქტები რუსეთის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს. მოსკოვი დაელოდება ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა იქნება განხილული შეხვედრებზე. თუ უიტკოფი ან თურქეთის მთავრობის წარმომადგენლები საჭიროდ ჩათვლიან რუსული მხარის ინფორმირებას, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ღია იქნება საუბრისთვის.
მიმდინარე წელს მოსკოვმა და კიევმა პირდაპირი მოლაპარაკებების სამი რაუნდი გამართეს, რომლებიც სტამბულში გაიმართა. შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე. მათ ასევე გაცვალეს კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მემორანდუმების პროექტები.
ამასთან, კიევმა ჯერ კიდევ არ უპასუხა მოსკოვის წინადადებას სამი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, რათა უფრო კონკრეტულად განიხილონ რიგი საკითხები. ეს წინადადება რუსულმა მხარემ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს წამოაყენა.
რუსულმა მხარემ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, ითანამშრომლოს უკრაინასთან ნებისმიერ ფორმატში. თუმცა, კიევის პოზიციის გამო, მოლაპარაკების პროცესი დიდი ხანია ჩიხშია.