https://sputnik-georgia.com/20251118/-------10----295830940.html
თბილისში ტოლერანტობის დღე და ეთნიკური უმცირესობების საბჭოს 10 წლის იუბილე აღინიშნა
თბილისში ტოლერანტობის დღე და ეთნიკური უმცირესობების საბჭოს 10 წლის იუბილე აღინიშნა
Sputnik საქართველო
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით ყოველწლიურად 16 ნოემბერს აღინიშნება 1996 წლიდან. 18.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-18T19:00+0400
2025-11-18T19:00+0400
2025-11-18T19:00+0400
საქართველო
თბილისის საკრებულო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/12/295828053_0:36:1280:756_1920x0_80_0_0_e7c54207b2d15d197d986dccb27ab617.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საკრებულოში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს და თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს დაარსებიდან 10 წლისთავს მიეძღვნა. საღამო ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით გაიმართა. ღონისძიებაზე პარლამენტის, მთავრობის, მერიის, დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა თემის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ღონისძიება გახსნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ. მან საზოგადოებას ტოლერანტობის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ ეს თარიღი - არის საბაბი კიდევ ერთხელ ყურადღება მიექცეს ტოლერანტობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის ღირებულებებს.მისი თქმით, შემწყნარებლობა სწორედ ის ქვაკუთხედია, რომელიც აძლიერებს საქართველოს. ამის საუკეთესო მაგალითი კი თბილისია - მრავალეროვნული და მულტიკულტურული თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით ცნობილი ქალაქი. „სწორედ ამ ტრადიციის გაგრძელებაა ჩვენი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე იყოს დაცული და ჩართული ჩვენი მრავალეროვანი ქვეყნის განვითარების ყველა სფეროში განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. საკრებულოს თავმჯდომარის შემდეგ ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსწრეთ სიტყვით დედაქალაქის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ მიმართა. მან აღნიშნა, რომ თბილისში მრავალი ერი ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობს, განსაკუთრებულია მათი ურთიერთობა და ეს დღეც, ტოლერანტობის დღე, ჩვენთვის მართლაც გამორჩეულია. საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ რიტა ხიდირბეგიშვილმა ღონისძიებაზე ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს 10-წლიანი საქმიანობა შეაჯამა. „თბილისის საკრებულოში უკვე ათი წელია ეს დღე აღინიშნება. საბჭომ, რომელიც საკრებულოში უკვე ათი წელია მოქმედებს ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. მომავალში კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით აუცილებლად განვახორციელებთ“,- განაცხადა რიტა ხიდირბეგიშვილმა. ღონისძების ფარგლებში საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს 10 წლის საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენა იყო წარმოდგენილი. ღონისძიება ისნის რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ბავშვთა თეატრის „თაობა“ თეატრალური წარმოდგენით გაიხსნა და ანსამბლ „მართვეს“ შესრულებული „მრავალჟამიერით“ დასრულდა. ტოლერანტობის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით 16 ნოემბერს 1996 წლიდან აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/12/295828053_0:0:1138:853_1920x0_80_0_0_b1ba9f49bd7263d78ce16d813d3a7aa6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საკრებულო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საკრებულო, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისში ტოლერანტობის დღე და ეთნიკური უმცირესობების საბჭოს 10 წლის იუბილე აღინიშნა
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით ყოველწლიურად 16 ნოემბერს აღინიშნება 1996 წლიდან.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საკრებულოში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს და თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს დაარსებიდან 10 წლისთავს მიეძღვნა.
საღამო ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით გაიმართა. ღონისძიებაზე პარლამენტის, მთავრობის, მერიის, დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა თემის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ღონისძიება გახსნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ. მან საზოგადოებას ტოლერანტობის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ ეს თარიღი - არის საბაბი კიდევ ერთხელ ყურადღება მიექცეს ტოლერანტობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის ღირებულებებს.
„ეს პრინციპები ხომ ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი ქალაქის ყოველდღიური ურთიერთობების საფუძველია. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ ჩვენ დღევანდელ დღეს ასევე აღვნიშნავთ თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს შექმნის 10 წლის იუბილეს“, -განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, შემწყნარებლობა სწორედ ის ქვაკუთხედია, რომელიც აძლიერებს საქართველოს. ამის საუკეთესო მაგალითი კი თბილისია - მრავალეროვნული და მულტიკულტურული თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით ცნობილი ქალაქი.
„სწორედ ამ ტრადიციის გაგრძელებაა ჩვენი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე იყოს დაცული და ჩართული ჩვენი მრავალეროვანი ქვეყნის განვითარების ყველა სფეროში განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის შემდეგ ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსწრეთ სიტყვით დედაქალაქის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ მიმართა. მან აღნიშნა, რომ თბილისში მრავალი ერი ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობს, განსაკუთრებულია მათი ურთიერთობა და ეს დღეც, ტოლერანტობის დღე, ჩვენთვის მართლაც გამორჩეულია.
„მადლობა თბილისის საკრებულოს იმისათვის, რომ ეს ტრადიცია გრძელდება და ჩვენ დღესაც გვქონდა შესაძლებლობა ეს დღე აღგვენიშნა ამ მართლაც განსაკუთრებულ ადამიანებთან ერთად“,- განაცხადა ტყემალაძემ.
საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ რიტა ხიდირბეგიშვილმა ღონისძიებაზე ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს 10-წლიანი საქმიანობა შეაჯამა.
„თბილისის საკრებულოში უკვე ათი წელია ეს დღე აღინიშნება. საბჭომ, რომელიც საკრებულოში უკვე ათი წელია მოქმედებს ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. მომავალში კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით აუცილებლად განვახორციელებთ“,- განაცხადა რიტა ხიდირბეგიშვილმა.
ღონისძების ფარგლებში საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს 10 წლის საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენა იყო წარმოდგენილი. ღონისძიება ისნის რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ბავშვთა თეატრის „თაობა“ თეატრალური წარმოდგენით გაიხსნა და ანსამბლ „მართვეს“ შესრულებული „მრავალჟამიერით“ დასრულდა.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით 16 ნოემბერს 1996 წლიდან აღინიშნება.