https://sputnik-georgia.com/20251117/maka-bochorishvili-israelshi-vizitit-imkopeba-295824455.html
საქართველო და ისრაელი პარტნიორობას აძლიერებენ: რა საკითხები განიხილეს მინისტრებმა
საქართველო და ისრაელი პარტნიორობას აძლიერებენ: რა საკითხები განიხილეს მინისტრებმა
Sputnik საქართველო
მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, ისრაელის სახელმწიფოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს. 17.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-17T22:00+0400
2025-11-17T22:00+0400
2025-11-17T22:30+0400
საქართველო
ისრაელი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/11/295822526_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_72bb8ad3f2e813de9f82aef0a68306ac.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ისრაელელ კოლეგა გიდეონ საართან შეხვედრაზე საქართველოსა და ისრაელს შორის ისტორიული და კულტურული კავშირები, ორმხრივი ურთიერთობები და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, ისრაელის სახელმწიფოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილი შეხვედრებს გამართავს ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საართან, ქნესეთის სპიკერ ამირ ოხანასთან, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ იტამარ ბენ-გვირისთან და სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების მინისტრ ავი დიხტერთან.შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების საკითხს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიესალმება ისრაელსა და ჰამასს შორის ღაზას სექტორში სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე მიღწეულ შეთანხმებას, ხაზგასმით აღინიშნა აშშ-ის და პირადად პრეზიდენტ ტრამპის განსაკუთრებულ ძალისხმევა და წვლილი რეგიონში მშვიდობის მისაღწევად.საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხში საქართველოს მხარდაჭერა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ გამოთქვეს მზადყოფნა ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/11/295822526_46:0:1467:1066_1920x0_80_0_0_1c4ced09d7be3d6023f7d6430bf09943.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ისრაელი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, ისრაელი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო და ისრაელი პარტნიორობას აძლიერებენ: რა საკითხები განიხილეს მინისტრებმა
22:00 17.11.2025 (განახლებულია: 22:30 17.11.2025) მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, ისრაელის სახელმწიფოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ისრაელელ კოლეგა გიდეონ საართან შეხვედრაზე საქართველოსა და ისრაელს შორის ისტორიული და კულტურული კავშირები, ორმხრივი ურთიერთობები და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, ისრაელის სახელმწიფოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილი შეხვედრებს გამართავს ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საართან, ქნესეთის სპიკერ ამირ ოხანასთან, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ იტამარ ბენ-გვირისთან და სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების მინისტრ ავი დიხტერთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების საკითხს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიესალმება ისრაელსა და ჰამასს შორის ღაზას სექტორში სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე მიღწეულ შეთანხმებას, ხაზგასმით აღინიშნა აშშ-ის და პირადად პრეზიდენტ ტრამპის განსაკუთრებულ ძალისხმევა და წვლილი რეგიონში მშვიდობის მისაღწევად.
საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხში საქართველოს მხარდაჭერა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ გამოთქვეს მზადყოფნა ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.