https://sputnik-georgia.com/20251115/saqartvelo-patara-qveyana-didi-saganzurit-cinetsi-qartuli-rvino-waradgines-295791598.html
საქართველო - პატარა ქვეყანა დიდი საგანძურით: ჩინეთში ქართული ღვინო წარადგინეს
საქართველო - პატარა ქვეყანა დიდი საგანძურით: ჩინეთში ქართული ღვინო წარადგინეს
Sputnik საქართველო
სააგენტოს ინფორმაციით, ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია. 15.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-15T18:31+0400
2025-11-15T18:31+0400
2025-11-15T18:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0a/277540567_0:82:1571:966_1920x0_80_0_0_981535f6b7277bba3aa72d9b14c3d7f8.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. ჩინეთის ქალაქ შანხაიში ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაში ProWine Shanghai ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობდა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ჩინეთში ქართული ღვინო ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით წარადგინეს. გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართულ ღვინის მასტერკლასი-დეგუსტაცია სახელწოდებით Georgia – Small Country with Big Treasures (საქართველო - პატარა ქვეყანა დიდი საგანძურით). დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ცხრა ქართული კომპანიის ღვინოები. ProWine Shanghai-ს, ტრადიციულად, საერთო ჯამში 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული მასშტაბის და მნიშვნელობის გამოფენაში მონაწილეობა ხელს უწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას ჩინეთში. საერთაშორისო ფორმატის ProWine გამოფენები წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რომლებიც ახალ კონტაქტებს ამყარებენ. ProWine-ის მთავარ გამოფენას დუსელდორფი მასპინძლობს; წლის განმავლობაში კი, გამოფენები იმართება ტოკიოში, შანხაიში, მუმბაიში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში და სან-პაულოში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ProWine -ის გამოფენებზე გერმანიაში, ბრაზილიაში, იაპონიასა და ჩინეთში. ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. სააგენტოს ცნობით, ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მიმდინარე წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 1,7 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0a/277540567_88:0:1485:1048_1920x0_80_0_0_2b245bc35425a62ce393237519cab735.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო
საქართველო - პატარა ქვეყანა დიდი საგანძურით: ჩინეთში ქართული ღვინო წარადგინეს
სააგენტოს ინფორმაციით, ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია.
თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. ჩინეთის ქალაქ შანხაიში ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაში ProWine Shanghai ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობდა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჩინეთში ქართული ღვინო ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით წარადგინეს.
გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართულ ღვინის მასტერკლასი-დეგუსტაცია სახელწოდებით Georgia – Small Country with Big Treasures (საქართველო - პატარა ქვეყანა დიდი საგანძურით). დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ცხრა ქართული კომპანიის ღვინოები.
"ქართული ღვინის ბაზრების დივერისიფიცირების კუთხით, ჩინეთის ბაზარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის მარკეტინგულ კამპანიას", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
ProWine Shanghai-ს, ტრადიციულად, საერთო ჯამში 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნული მასშტაბის და მნიშვნელობის გამოფენაში მონაწილეობა ხელს უწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას ჩინეთში.
საერთაშორისო ფორმატის ProWine გამოფენები წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რომლებიც ახალ კონტაქტებს ამყარებენ. ProWine-ის მთავარ გამოფენას დუსელდორფი მასპინძლობს; წლის განმავლობაში კი, გამოფენები იმართება ტოკიოში, შანხაიში, მუმბაიში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში და სან-პაულოში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ProWine -ის გამოფენებზე გერმანიაში, ბრაზილიაში, იაპონიასა და ჩინეთში.
ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია.
სააგენტოს ცნობით, ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მიმდინარე წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 1,7 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.