https://sputnik-georgia.com/20251115/ramdeni-mzgoli-dajarimda-sagzao-wesebis-dargvevistvis-295799164.html
რამდენი მილიონი ლარით შეავსეს მძღოლებმა ბიუჯეტი - მონაცემები განახლდა
რამდენი მილიონი ლარით შეავსეს მძღოლებმა ბიუჯეტი - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
ჯარიმები მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10 ლარიდან იწყება. 15.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-15T21:32+0400
2025-11-15T21:32+0400
2025-11-16T01:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0e/268516242_0:124:3421:2048_1920x0_80_0_0_852af49a0d01369d644a32d39df591c4.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. მძღოლებზე, რომელთა დარღვევებიც გზებზე ე.წ. „ჭკვიანმა კამერებმა" დააფიქსირეს, 2025 წლის პირველ ცხრა თვეში მთლიანობაში 153 მლნ ლარის ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.1-ელი იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ვიდეოკამერებმა დაახლოებით 2,3 მილიონი დარღვევა დააფიქსირეს, აქედან 1,1 მლნ – თბილისში.ჯარიმები მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10 ლარიდან იწყება. მძღოლებს, რომლებიც 30 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდიან რაიმე სახის დარღვევისთვის დაფიქსირებულ ვიდეოჯარიმას, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდებათ.საანგარიშო პერიოდში ამ ფასდაკლებით ისარგებლა 1,2 მილიონმა მძღოლმა. მათგან ბიუჯეტში შევიდა 54,5 მლნ ლარი.ამ დროისათვის საქართველოს ტერიტორიაზე 8.552 ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, რომლებიც შსს-ს ერთიან ქსელშია ჩართული, მათგან 6092 - საერთო ხედვის, 2.460 კი ნომერის ამომცნობი კამერაა.საქართველოში ჯარიმების ადმინისტრირების გამარტივების მიზნით 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა შეტყობინების ახალი სისტემა. ვიდეოჯარიმები შსს-ს ვებ-გვერდზე ქვეყნდება.უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების მძღოლებისთვის ვიდეოჯარიმის გადაუხდელობამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს ტერიტორიაზე განმეორებით შესვლაზე უარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0e/268516242_690:0:3421:2048_1920x0_80_0_0_0b932cf9e20caf92e1b4e534291d65be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
რამდენი მილიონი ლარით შეავსეს მძღოლებმა ბიუჯეტი - მონაცემები განახლდა
21:32 15.11.2025 (განახლებულია: 01:33 16.11.2025) ჯარიმები მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10 ლარიდან იწყება.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. მძღოლებზე, რომელთა დარღვევებიც გზებზე ე.წ. „ჭკვიანმა კამერებმა" დააფიქსირეს, 2025 წლის პირველ ცხრა თვეში მთლიანობაში 153 მლნ ლარის ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1-ელი იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ვიდეოკამერებმა დაახლოებით 2,3 მილიონი დარღვევა დააფიქსირეს, აქედან 1,1 მლნ – თბილისში.
ჯარიმები მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10 ლარიდან იწყება. მძღოლებს, რომლებიც 30 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდიან რაიმე სახის დარღვევისთვის დაფიქსირებულ ვიდეოჯარიმას, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდებათ.
საანგარიშო პერიოდში ამ ფასდაკლებით ისარგებლა 1,2 მილიონმა მძღოლმა. მათგან ბიუჯეტში შევიდა 54,5 მლნ ლარი.
ამ დროისათვის საქართველოს ტერიტორიაზე 8.552 ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, რომლებიც შსს-ს ერთიან ქსელშია ჩართული, მათგან 6092 - საერთო ხედვის, 2.460 კი ნომერის ამომცნობი კამერაა.
საქართველოში ჯარიმების ადმინისტრირების გამარტივების მიზნით 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა შეტყობინების ახალი სისტემა. ვიდეოჯარიმები შსს-ს ვებ-გვერდზე ქვეყნდება.
უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების მძღოლებისთვის ვიდეოჯარიმის გადაუხდელობამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს ტერიტორიაზე განმეორებით შესვლაზე უარი.