https://sputnik-georgia.com/20251115/policieli-akrzalul-monakvetze-manqanis-tarebas-aswavlida-295789815.html
დააკავეს პოლიციელი, რომელიც აკრძალულ მონაკვეთებზე მანქანის ტარებას ასწავლიდა
დააკავეს პოლიციელი, რომელიც აკრძალულ მონაკვეთებზე მანქანის ტარებას ასწავლიდა
Sputnik საქართველო
დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 15.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-15T12:58+0400
2025-11-15T12:58+0400
2025-11-15T12:58+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
რუსთავი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24836/63/248366320_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_05ac894b339ebe642f7de774b4780501.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, 32 წლის მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიების მიხედვით, ბრალდებული მის საკუთრებაში არსებული ავტომობილით, შესაბამისი ნებართვის გარეშე, ორი ინსტრუქტორის დახმარებით რუსთავში, საავტომობილო გზის აკრძალულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებებს ახორციელებდა. ასევე დგინდება, რომ პატრულ-ინსპექტორების მხრიდან დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ბრალდებული სამსახურებრივი მდგომარეობისა და ავტორიტეტის გამოყენებით მათ არ აწერინებდა სამართალდარღვევის ოქმს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
საქართველო
რუსთავი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24836/63/248366320_164:0:2671:1880_1920x0_80_0_0_55a3fdd8f494d7f9a2d23496fb0f588a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, რუსთავი
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, რუსთავი
დააკავეს პოლიციელი, რომელიც აკრძალულ მონაკვეთებზე მანქანის ტარებას ასწავლიდა
დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 32 წლის მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული მის საკუთრებაში არსებული ავტომობილით, შესაბამისი ნებართვის გარეშე, ორი ინსტრუქტორის დახმარებით რუსთავში, საავტომობილო გზის აკრძალულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებებს ახორციელებდა.
ასევე დგინდება, რომ პატრულ-ინსპექტორების მხრიდან დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ბრალდებული სამსახურებრივი მდგომარეობისა და ავტორიტეტის გამოყენებით მათ არ აწერინებდა სამართალდარღვევის ოქმს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს