https://sputnik-georgia.com/20251114/narkodanasaulis-braldebit-50-piri-daakaves-umravlesoba-realizatoria-295779710.html
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს: მათი უმრავლესობა რეალიზატორია
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს: მათი უმრავლესობა რეალიზატორია
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 14.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-14T14:54+0400
2025-11-14T14:54+0400
2025-11-14T14:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458303_0:150:1117:778_1920x0_80_0_0_30d0b0cbb00575f486e7fedb2ae2d1b4.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულებს ბრალი ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე. საპოლიციო ღონისძიებები თბილისში, კახეთში, აჭარაში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარდა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები. ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ - აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალებას სხვადასხვა მეთოდით ყიდდა. სამართალდამცველება სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისათვის საჭირო მასალები, ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458303_0:118:959:837_1920x0_80_0_0_c5b8b06fcf90d60c836a5ef4c8ab808c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს: მათი უმრავლესობა რეალიზატორია
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალი ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე.
საპოლიციო ღონისძიებები თბილისში, კახეთში, აჭარაში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარდა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები.
ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ - აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალებას სხვადასხვა მეთოდით ყიდდა.
სამართალდამცველება სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისათვის საჭირო მასალები, ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.