მუქარისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით 25 წლის კაცი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2025
გამოწერა
დანაშაულები 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა მუქარისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით 26 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერში ფსიქოლოგიურად იძალადა 25 წლის გოგოზე, რის გამოც მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი.
ბრალდებულმა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 381-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0