https://sputnik-georgia.com/20251113/savi-yuti-turqetsi-caitanes-295765687.html
თურქული თვითმფრინავის ავიაკატასტროფა: შავი ყუთი თურქეთში ჩაიტანეს
თურქული თვითმფრინავის ავიაკატასტროფა: შავი ყუთი თურქეთში ჩაიტანეს
Sputnik საქართველო
ტრაგედიის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება 13.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-13T12:26+0400
2025-11-13T12:26+0400
2025-11-13T12:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
საქართველოს პრეზიდენტი
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22900/54/229005486_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_3839c21ebcf5c8cae7b5ce48797502ba.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის "შავი ყუთი" თურქეთში ჩაიტანეს, იუწყება "პირველი არხი" თურქულ მედიაზე დაყრდნობით. 11 ნოემბერს თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, საქართველოს ტერიტორიაზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრიდან ხუთ კილომეტრში ჩამოვარდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკატასტროფას 20 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის ეკიპაჟის 4 წევრი, საჰაერო შტაბის უფროსი და საჰაერო ძალების 15 ოფიცერი. გავრცელებული ინფორმაციით, შავი ყუთი საქართველოში გადასცეს თურქეთის დელეგაციას და თურქ სამხედროებს, რომლებმაც ის თურქეთში ჩაიტანეს. ამ დროისთვის ნაპოვნია 19 დაღუპულის ცხედარი. ტრაგედიის ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. როგორც "საქაერონავიგაციაში" განაცხადეს, თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავს "ეფ-16-ის" სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა, ბორტზე კი სპეციალისტები იმყოფებოდნენ. რეაქტიული გამანადგურებლები, რომლებიც 8 ნოემბერს ბაქოში გამართულ სამხედრო აღლუმში მონაწილეობდა, აზერბაიჯანიდან უკან, თურქეთში მიჰქონდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22900/54/229005486_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_dbf0c924c655807a746985188c5651e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , საქართველოს პრეზიდენტი, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , საქართველოს პრეზიდენტი, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
თურქული თვითმფრინავის ავიაკატასტროფა: შავი ყუთი თურქეთში ჩაიტანეს
ტრაგედიის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის "შავი ყუთი" თურქეთში ჩაიტანეს, იუწყება "პირველი არხი" თურქულ მედიაზე დაყრდნობით.
11 ნოემბერს თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, საქართველოს ტერიტორიაზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრიდან ხუთ კილომეტრში ჩამოვარდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკატასტროფას 20 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის ეკიპაჟის 4 წევრი, საჰაერო შტაბის უფროსი და საჰაერო ძალების 15 ოფიცერი.
გავრცელებული ინფორმაციით, შავი ყუთი საქართველოში გადასცეს თურქეთის დელეგაციას და თურქ სამხედროებს, რომლებმაც ის თურქეთში ჩაიტანეს.
ამ დროისთვის ნაპოვნია 19 დაღუპულის ცხედარი. ტრაგედიის ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
როგორც "საქაერონავიგაციაში" განაცხადეს, თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავს "ეფ-16-ის" სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა, ბორტზე კი სპეციალისტები იმყოფებოდნენ. რეაქტიული გამანადგურებლები, რომლებიც 8 ნოემბერს ბაქოში გამართულ სამხედრო აღლუმში მონაწილეობდა, აზერბაიჯანიდან უკან, თურქეთში მიჰქონდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.