https://sputnik-georgia.com/20251113/mcire-grantebi-da-didi-miznebi-saqartvelosi-pirvelad-samoqalaqo-proeqtebi-dafinansda-295763939.html
მცირე გრანტები და დიდი მიზნები: საქართველოში პირველად სამოქალაქო პროექტები დაფინანსდა
მცირე გრანტები და დიდი მიზნები: საქართველოში პირველად სამოქალაქო პროექტები დაფინანსდა
Sputnik საქართველო
თითოეული პროექტი 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტს მიიღებს. 13.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-13T09:40+0400
2025-11-13T09:40+0400
2025-11-13T09:40+0400
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/52/245975275_0:35:3000:1723_1920x0_80_0_0_d2795e48d69f3c3faf31dceb25a95dcd.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ დაასრულა კონკურსი და გამოავლინა გამარჯვებულები მცირე გრანტების მიმართულებით - ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო გასცემს გრანტს კონკრეტული სამოქალაქო ინიციატივების დასაფინანსებლად, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.თითოეული პროექტი 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტს მიიღებს. ჯამში ეს არის მილიონ 650 ათასი ლარის ბიუჯეტი და დაფინანსდა 17 პროექტამდე.მისივე თქმით, ძირითადი დარგები, რომლებზეც გრანტები გაიცა, არის განათლება, სამოქალაქო თანასწორობა, გარემოს დაცვა. განსაკუთრებული ყურადღება სააგენტომ მიანიჭა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ამ პირებზე მორგებულ პროექტებს, ასევე ჯანდაცვის, გარემოს დაცვის მიმართულებით კვლევები დაფინანსდა.„სამოქალაქო ინიციატივების გაძლიერება ქვეყანაში უნდა იყოს სახელმწიფო ინტერესის საგანი. ეს პრაქტიკა არის ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. მიღებული პრაქტიკაა, როდესაც სახელმწიფო აფინანსებს კონკრეტულ სამოქალაქო ინიციატივებს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია 20 მილიონი ლარი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, თავად სააგენტოს შესაქმნელად, ასევე თანამშრომლების ხელფასებისა და გრანტების გასაცემად იქნება გამოყენებული.ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციებიბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლებამ რიგი მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში დაადანაშაულა.ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა „უცხოური ძალაა".გარდა ამისა, ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და გააიგივოს მათი ანგარიშგება პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებასთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/52/245975275_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_5ab840426514b37d7479119667ea668a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საქართველოს მთავრობა
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საქართველოს მთავრობა
მცირე გრანტები და დიდი მიზნები: საქართველოში პირველად სამოქალაქო პროექტები დაფინანსდა
თითოეული პროექტი 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტს მიიღებს.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ დაასრულა კონკურსი და გამოავლინა გამარჯვებულები მცირე გრანტების მიმართულებით - ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო გასცემს გრანტს კონკრეტული სამოქალაქო ინიციატივების დასაფინანსებლად, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
თითოეული პროექტი 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტს მიიღებს. ჯამში ეს არის მილიონ 650 ათასი ლარის ბიუჯეტი და დაფინანსდა 17 პროექტამდე.
„გრანტის სააგენტოს მეშვეობით, აქტიურად დავაკვირდებით, მონიტორინგს გავუწევთ, თუ რამდენად სარგებლიანი იქნება აღნიშნული გრანტები კონკრეტული დარგისთვის, თუ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს კონკრეტული პროექტები ეხება... საკმაოდ აქტიურობა იყო ორგანიზაციების მხრიდან, რაც ძალიან მისასალმებელია“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, ძირითადი დარგები, რომლებზეც გრანტები გაიცა, არის განათლება, სამოქალაქო თანასწორობა, გარემოს დაცვა. განსაკუთრებული ყურადღება სააგენტომ მიანიჭა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ამ პირებზე მორგებულ პროექტებს, ასევე ჯანდაცვის, გარემოს დაცვის მიმართულებით კვლევები დაფინანსდა.
„სამოქალაქო ინიციატივების გაძლიერება ქვეყანაში უნდა იყოს სახელმწიფო ინტერესის საგანი. ეს პრაქტიკა არის ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. მიღებული პრაქტიკაა, როდესაც სახელმწიფო აფინანსებს კონკრეტულ სამოქალაქო ინიციატივებს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია 20 მილიონი ლარი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, თავად სააგენტოს შესაქმნელად, ასევე თანამშრომლების ხელფასებისა და გრანტების გასაცემად იქნება გამოყენებული.
ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლებამ რიგი მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში დაადანაშაულა.
ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა „უცხოური ძალაა".
გარდა ამისა, ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და გააიგივოს მათი ანგარიშგება პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებასთან.