https://sputnik-georgia.com/20251112/turquli-tvitmprinavis-aviakatastropa-19-cxedari-ipoves-295760704.html
თურქული თვითმფრინავის ავიაკატასტროფა: ნაპოვნია 19 ცხედარი და შავი ყუთი
თურქული თვითმფრინავის ავიაკატასტროფა: ნაპოვნია 19 ცხედარი და შავი ყუთი
Sputnik საქართველო
ტრაგედიის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება 12.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-12T18:16+0400
2025-11-12T18:16+0400
2025-11-12T19:14+0400
საქართველო
თურქეთი
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0c/295755553_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_57b3df7ad926ad487c22fea47967ed7d.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას კიდევ ერთი გარდაცვლილი თურქი ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს - შესაბამისად, ამ დროისთვის ნაპოვნია 19 დაღუპულის ცხედარი, განაცხადეს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.გუშინ, 11 ნოემბერს თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules-ი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, საქართველოს ტერიტორიაზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრიდან ხუთ კილომეტრში ჩამოვარდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკატასტროფას 20 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის ეკიპაჟის 4 წევრი, საჰაერო შტაბის უფროსი და საჰაერო ძალების 15 ოფიცერი. ტრაგედიის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.კატასტროფის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრიგელა გელაძე იმყოფება. როგორც მინისტრმა განაცხადა, უფრო დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას ეტაპობრივად, თურქულ მხარესთან კონსულტაციის შემდეგ მიეწოდება.ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას შავი ყუთი იპოვეს, იუწყება „Sputnik თურქეთი".„გუშინ ღამით უზრუნველვყავით ჩვენი 46-კაციანი საგამოძიებო ჯგუფის ჩასვლა შემთხვევის ადგილზე. ჩვენი თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია და გამოძიება დაწყებულია. ვიპოვეთ ჩვენი 19 მოწამის ცხედარი. ბოლო ცხედრის ძებნა გრძელდება. ამ ტრაგიკულ ინციდენტს ყველა პერსპექტივიდან ვიძიებთ. საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესში მაქსიმალურ დახმარებას და თანამშრომლობას უზრუნველყოფს. ჩვენი აზერბაიჯანელი ძმებიც ასევე უზრუნველყოფენ ყველა საჭირო მხარდაჭერასა და წვლილს“, – განაცხადა ერდოღანმა.როგორც „საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავს „ეფ-16-ის" სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა, ბორტზე კი სპეციალისტები იმყოფებოდნენ. რეაქტიული გამანადგურებლები, რომლებიც 8 ნოემბერს ბაქოში გამართულ სამხედრო აღლუმში მონაწილეობდა, აზერბაიჯანიდან უკან, თურქეთში მიჰქონდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0c/295755553_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_40adce9be6ee3a9f5b5a2bd845872872.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
თურქული თვითმფრინავის ავიაკატასტროფა: ნაპოვნია 19 ცხედარი და შავი ყუთი
18:16 12.11.2025 (განახლებულია: 19:14 12.11.2025) ტრაგედიის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას კიდევ ერთი გარდაცვლილი თურქი ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს - შესაბამისად, ამ დროისთვის ნაპოვნია 19 დაღუპულის ცხედარი, განაცხადეს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
გუშინ, 11 ნოემბერს თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules-ი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, საქართველოს ტერიტორიაზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრიდან ხუთ კილომეტრში ჩამოვარდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკატასტროფას 20 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის ეკიპაჟის 4 წევრი, საჰაერო შტაბის უფროსი და საჰაერო ძალების 15 ოფიცერი.
ტრაგედიის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
კატასტროფის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრიგელა გელაძე იმყოფება. როგორც მინისტრმა განაცხადა, უფრო დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას ეტაპობრივად, თურქულ მხარესთან კონსულტაციის შემდეგ მიეწოდება.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას შავი ყუთი იპოვეს, იუწყება „Sputnik თურქეთი".
„გუშინ ღამით უზრუნველვყავით ჩვენი 46-კაციანი საგამოძიებო ჯგუფის ჩასვლა შემთხვევის ადგილზე. ჩვენი თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია და გამოძიება დაწყებულია. ვიპოვეთ ჩვენი 19 მოწამის ცხედარი. ბოლო ცხედრის ძებნა გრძელდება. ამ ტრაგიკულ ინციდენტს ყველა პერსპექტივიდან ვიძიებთ. საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესში მაქსიმალურ დახმარებას და თანამშრომლობას უზრუნველყოფს. ჩვენი აზერბაიჯანელი ძმებიც ასევე უზრუნველყოფენ ყველა საჭირო მხარდაჭერასა და წვლილს“, – განაცხადა ერდოღანმა.
როგორც „საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავს „ეფ-16-ის" სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა, ბორტზე კი სპეციალისტები იმყოფებოდნენ. რეაქტიული გამანადგურებლები, რომლებიც 8 ნოემბერს ბაქოში გამართულ სამხედრო აღლუმში მონაწილეობდა, აზერბაიჯანიდან უკან, თურქეთში მიჰქონდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.