https://sputnik-georgia.com/20251112/erdoganma-kavelashvils-madloba-gadauxada-295762879.html
თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი: ერდოღანმა ყაველაშვილს მადლობა გადაუხადა
თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი: ერდოღანმა ყაველაშვილს მადლობა გადაუხადა
Sputnik საქართველო
ავიაკატასტროფას 20 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის ეკიპაჟის 4 წევრი, საჰაერო შტაბის უფროსი და საჰაერო ძალების 15 ოფიცერი. 12.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-12T21:46+0400
2025-11-12T21:46+0400
2025-11-12T22:01+0400
საქართველო
თურქეთი
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/0d/294522229_0:140:1600:1040_1920x0_80_0_0_52ceffbd82fa0299e88d2fcc9972a5b9.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ყაველაშვილს მიმდინარე სამუშაოებში საქართველოსთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი ავრცელებს.უწყების ცნობით, როგორც ერდოღანმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება პროცესში მაქსიმალურ დახმარებას და თანამშრომლობას უზრუნველყოფს.გუშინ, 11 ნოემბერს თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules-ი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, საქართველოს ტერიტორიაზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრიდან ხუთ კილომეტრში ჩამოვარდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკატასტროფას 20 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის ეკიპაჟის 4 წევრი, საჰაერო შტაბის უფროსი და საჰაერო ძალების 15 ოფიცერი.ბოლო ინფორმაციით, ნაპოვნია თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 20-ვე ჯარისკაცის ცხედრები და შავი ყუთი.საქართველოსა და თურქეთის სპეციალური დანაყოფები შემთხვევის ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარე ოპერაციას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე პირადად ხელმძღვანელობს.სამძებრო ოპერაციებში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც. სამუშაოები კოორდინირებულად მიმდინარეობს. თურქმა ექსპერტებმა თვითმფრინავის ფრაგმენტების ნაწილი ექსპერტიზისთვის შემთხვევის ადგილიდან უკვე გაიტანეს.როგორც „საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავს „ეფ-16-ის" სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა, ბორტზე კი სპეციალისტები იმყოფებოდნენ. რეაქტიული გამანადგურებლები, რომლებიც 8 ნოემბერს ბაქოში გამართულ სამხედრო აღლუმში მონაწილეობდა, აზერბაიჯანიდან უკან, თურქეთში მიჰქონდათ.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/0d/294522229_15:0:1586:1178_1920x0_80_0_0_d429719236ce1cdced12226b0894eac0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი: ერდოღანმა ყაველაშვილს მადლობა გადაუხადა
21:46 12.11.2025 (განახლებულია: 22:01 12.11.2025) ავიაკატასტროფას 20 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის ეკიპაჟის 4 წევრი, საჰაერო შტაბის უფროსი და საჰაერო ძალების 15 ოფიცერი.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ყაველაშვილს მიმდინარე სამუშაოებში საქართველოსთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი ავრცელებს.
უწყების ცნობით, როგორც ერდოღანმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება პროცესში მაქსიმალურ დახმარებას და თანამშრომლობას უზრუნველყოფს.
„მხარეებმა განიხილეს საქართველოში ჩვენი სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დაწყებული გამოძიება და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ჩვენმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაველაშვილს, მიმდინარე სამუშაოებში საქართველოსთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენს პრეზიდენტს, დაღუპული ჯარისკაცების გამო, სამძიმარი გამოუცხადა“,- აღნიშნულია განცხადებაში.
გუშინ, 11 ნოემბერს თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules-ი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, საქართველოს ტერიტორიაზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრიდან ხუთ კილომეტრში ჩამოვარდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკატასტროფას 20 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის ეკიპაჟის 4 წევრი, საჰაერო შტაბის უფროსი და საჰაერო ძალების 15 ოფიცერი.
ბოლო ინფორმაციით, ნაპოვნია თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 20-ვე ჯარისკაცის ცხედრები და შავი ყუთი.
საქართველოსა და თურქეთის სპეციალური დანაყოფები შემთხვევის ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარე ოპერაციას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე პირადად ხელმძღვანელობს.
სამძებრო ოპერაციებში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც. სამუშაოები კოორდინირებულად მიმდინარეობს. თურქმა ექსპერტებმა თვითმფრინავის ფრაგმენტების ნაწილი ექსპერტიზისთვის შემთხვევის ადგილიდან უკვე გაიტანეს.
როგორც „საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავს „ეფ-16-ის" სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა, ბორტზე კი სპეციალისტები იმყოფებოდნენ. რეაქტიული გამანადგურებლები, რომლებიც 8 ნოემბერს ბაქოში გამართულ სამხედრო აღლუმში მონაწილეობდა, აზერბაიჯანიდან უკან, თურქეთში მიჰქონდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.