თურქეთმა საქართველოში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა

© photo: Sputnik / Александр Мельников / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავი Lockheed Martin C-130J Super Hercules
თვითმფრინავი Lockheed Martin C-130J Super Hercules - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2025
გამოწერა
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ტარდება
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ Lockheed C-130 Hercules-ის ჩამოვარდნა. ამის შესახებ უწყებამ Х-ზე დაწერა.
„თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, საქართველოში ჩამოვარდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები საქართველოს ხელისუფლებასთან ერთობლივად მიმდინარეობს“, - განაცხადეს სამინისტროში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქული თვითმფრინავი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრიდან ხუთ კილომეტრში ჩამოვარდა.
წინასწარი ინფორმაციით, ბორტი აზერბაიჯანიდან თურქეთში ასრულებდა რეისს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0