https://sputnik-georgia.com/20251111/turqeti-saqartveloshi-samashvelo-jgupebs-agzavnbis-295746534.html
თურქეთი საქართველოში საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სამაშველო ჯგუფებს აგზავნის
თურქეთი საქართველოში საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სამაშველო ჯგუფებს აგზავნის
Sputnik საქართველო
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა. 11.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-11T20:17+0400
2025-11-11T20:17+0400
2025-11-11T20:17+0400
საქართველო
თურქეთი
შემთხვევები საქართველოში
აზერბაიჯანი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0b/295743053_0:43:451:297_1920x0_80_0_0_8a5e6aee43e19929cb3f22ec6319bbe8.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით თურქეთი საქართველოში საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სამაშველო ჯგუფებს აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.არსებული ცნობებით, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო და საგანგებო სიტუაციების სააგენტო კონტაქტზე იმყოფება საქართველოს ხელისუფლებასთან და ამზადებს თურქეთის სამაშველო ჯგუფებს რეგიონში გასაგზავნად.11 ნოემბერს, თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules-ი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, საქართველოს ტერიტორიაზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრიდან ხუთ კილომეტრში ჩამოვარდა.თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. უწყების ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.როგორც „საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქართველო
თურქეთი
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0b/295743053_0:1:451:339_1920x0_80_0_0_d6ed5680c6d63b7259ae137a4825e5e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , შემთხვევები საქართველოში, აზერბაიჯანი, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , შემთხვევები საქართველოში, აზერბაიჯანი, ახალი ამბები
თურქეთი საქართველოში საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სამაშველო ჯგუფებს აგზავნის
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით თურქეთი საქართველოში საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სამაშველო ჯგუფებს აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
არსებული ცნობებით, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო და საგანგებო სიტუაციების სააგენტო კონტაქტზე იმყოფება საქართველოს ხელისუფლებასთან და ამზადებს თურქეთის სამაშველო ჯგუფებს რეგიონში გასაგზავნად.
11 ნოემბერს, თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules-ი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, საქართველოს ტერიტორიაზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრიდან ხუთ კილომეტრში ჩამოვარდა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. უწყების ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.
როგორც „საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.