სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2025
გამოწერა
დაკავებულთა შორის უცხო ქვეყნოს მოქალაქეებიც არიან.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. პოლიციამ თბილისსა და აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციასა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პირებს, რომელთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 300 გრამზე მეტი „მეთადონი", 250 გრამამდე „ალფა-პვპ", „მარიხუანა“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორები, ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი და, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0