https://sputnik-georgia.com/20251111/qartveli-mashvelebi-saertashoriso-misiebshi-monawileobas-shezleben-295733671.html
ქართველი მაშველები საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას შეძლებენ
ქართველი მაშველები საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას შეძლებენ
Sputnik საქართველო
საქართველოს საერთაშორისო სამაშველო სამსახურის წევრობის სტატუსი მიენიჭა. 11.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-11T15:00+0400
2025-11-11T15:00+0400
2025-11-11T15:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
გაერო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274761399_0:81:1560:959_1920x0_80_0_0_1197eb29718b15db32a929895b74c1e0.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველომ გაეროს საერთაშორისო საძიებო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის (INSARAG) აკრედიტაცია მიიღო და საერთაშორისო სამაშველო ქსელის სრულფასოვანი წევრი გახდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. INSARAG-ის აკრედიტაციის მიღების შედეგად საქართველოს მიენიჭა საერთაშორისო სამაშველო სამსახურის წევრობის სტატუსი, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამაშველო და ჰუმანიტარულ მისიებში, გააძლიეროს თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან და კიდევ უფრო განამტკიცოს საქართველოს ადგილი გლობალურ სამაშველო სივრცეში. სწავლების მთავარი მიზანი იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ურბანული საძიებო-სამაშველო ჯგუფის შესაძლებლობების პრაქტიკული შეფასება და მათი INSARAG-ის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურება. სწავლების სიმულაციური სცენარი მოიცავდა ურბანულ კატასტროფაზე რეაგირების სხვადასხვა კომპონენტს - სწავლების მიმდინარეობისას 4 სხვადასხვა ლოკაციაზე შექმნილი იყო რეალური კატასტროფის იმიტაციის გარემო, სადაც საველე ოპერაციების საკოორდინაციო შტაბები იყო განთავსებული. საერთაშორისო ექსპერტები ადგილზე აკვირდებოდნენ ქართველი მეხანძრე-მაშველების მოქმედებებს - მათ შორის, კოორდინაციის ხარისხს, რეაგირების სისწრაფეს, ტექნიკურ შესაძლებლობებსა და ოპერაციული მართვის სისტემას. სწავლებას ესწრებოდა 15 საერთაშორისო ექსპერტი საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს ქართული სამაშველო ჯგუფის პროფესიონალიზმს, ტექნიკურ შესაძლებლობებსა და ოპერაციული მართვის ხარისხს. პროცესში ჩართული იყვნენ: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ურბანული საძიებო-სამაშველო ჯგუფი, ქიმიურ-ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების (ქბრბ უსაფრთხოების) სპეციალისტები, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. მათი ერთობლივი მოქმედებები მიზნად ისახავდა ინტეგრირებული რეაგირების სისტემის ეფექტიანობის პრაქტიკულ შემოწმებას.სწავლების დახურვის ღონისძიება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გაიმართა, სადაც სამსახურს ქვეყნის წევრობის სერტიფიკატი ოფიციალურად გადაეცა. INSARAG -ის აკრედიტაციისთვის ოფიციალური განაცხადი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაეროს ჟენევის ოფისში 2018 წლის ოქტომბერში გაიგზავნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274761399_87:0:1474:1040_1920x0_80_0_0_5a901de68945d34714731978dd9b9781.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები, გაერო
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები, გაერო
ქართველი მაშველები საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას შეძლებენ
საქართველოს საერთაშორისო სამაშველო სამსახურის წევრობის სტატუსი მიენიჭა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველომ გაეროს საერთაშორისო საძიებო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის (INSARAG) აკრედიტაცია მიიღო და საერთაშორისო სამაშველო ქსელის სრულფასოვანი წევრი გახდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
INSARAG-ის აკრედიტაციის მიღების შედეგად საქართველოს მიენიჭა საერთაშორისო სამაშველო სამსახურის წევრობის სტატუსი, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამაშველო და ჰუმანიტარულ მისიებში, გააძლიეროს თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან და კიდევ უფრო განამტკიცოს საქართველოს ადგილი გლობალურ სამაშველო სივრცეში.
„აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება, საქართველოში ჩატარებულ მასშტაბურ სამდღიან სიმულაციურ სამაშველო მოქმედებების შედეგებს, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სწავლების მთავარი მიზანი იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ურბანული საძიებო-სამაშველო ჯგუფის შესაძლებლობების პრაქტიკული შეფასება და მათი INSARAG-ის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურება.
სწავლების სიმულაციური სცენარი მოიცავდა ურბანულ კატასტროფაზე რეაგირების სხვადასხვა კომპონენტს - სწავლების მიმდინარეობისას 4 სხვადასხვა ლოკაციაზე შექმნილი იყო რეალური კატასტროფის იმიტაციის გარემო, სადაც საველე ოპერაციების საკოორდინაციო შტაბები იყო განთავსებული. საერთაშორისო ექსპერტები ადგილზე აკვირდებოდნენ ქართველი მეხანძრე-მაშველების მოქმედებებს - მათ შორის, კოორდინაციის ხარისხს, რეაგირების სისწრაფეს, ტექნიკურ შესაძლებლობებსა და ოპერაციული მართვის სისტემას.
სწავლებას ესწრებოდა 15 საერთაშორისო ექსპერტი საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს ქართული სამაშველო ჯგუფის პროფესიონალიზმს, ტექნიკურ შესაძლებლობებსა და ოპერაციული მართვის ხარისხს.
პროცესში ჩართული იყვნენ: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ურბანული საძიებო-სამაშველო ჯგუფი, ქიმიურ-ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების (ქბრბ უსაფრთხოების) სპეციალისტები, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. მათი ერთობლივი მოქმედებები მიზნად ისახავდა ინტეგრირებული რეაგირების სისტემის ეფექტიანობის პრაქტიკულ შემოწმებას.
სწავლების დახურვის ღონისძიება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გაიმართა, სადაც სამსახურს ქვეყნის წევრობის სერტიფიკატი ოფიციალურად გადაეცა.
INSARAG -ის აკრედიტაციისთვის ოფიციალური განაცხადი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაეროს ჟენევის ოფისში 2018 წლის ოქტომბერში გაიგზავნა.