https://sputnik-georgia.com/20251111/policiam-283-ziri-kanapi-amoigo-295733506.html
მიწაში მოწყობილი სათბურიდან 283 ძირი „კანაფი" და 3 კგ-მდე „მარიხუანა" ამოიღეს
მიწაში მოწყობილი სათბურიდან 283 ძირი „კანაფი" და 3 კგ-მდე „მარიხუანა" ამოიღეს
Sputnik საქართველო
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 11.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-11T15:27+0400
2025-11-11T15:27+0400
2025-11-11T15:27+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23923/81/239238146_0:99:1920:1179_1920x0_80_0_0_55d48a99785dfd8660a0fbb0bfb6fbf7.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 40 წლის მამაკაცს, რომელიც წარსულში ნასამართლევი პირია, ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ასევე უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთში ფარულად, მიწის სიღრმეში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც უკანონოდ მოჰყავდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე. აღნიშნული ტერიტორიის ჩხრეკისას პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 283 ძირი მცენარე „კანაფი" და 3 კგ-მდე გამომშრალი „მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტროსასწორი. გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260 კვარტა და 265 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23923/81/239238146_108:0:1812:1278_1920x0_80_0_0_69f6ecc9977d98e6a6e31c71561af149.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
მიწაში მოწყობილი სათბურიდან 283 ძირი „კანაფი" და 3 კგ-მდე „მარიხუანა" ამოიღეს
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
40 წლის მამაკაცს, რომელიც წარსულში ნასამართლევი პირია, ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ასევე უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთში ფარულად, მიწის სიღრმეში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც უკანონოდ მოჰყავდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე.
აღნიშნული ტერიტორიის ჩხრეკისას პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 283 ძირი მცენარე „კანაფი" და 3 კგ-მდე გამომშრალი „მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღო.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტროსასწორი.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260 კვარტა და 265 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.