https://sputnik-georgia.com/20251111/parlamentma-korufciis-winaagmdeg-kanons-mxari-dauchira-295746376.html
კორუფციასთან ბრძოლა: მმართველი გუნდის ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
კორუფციასთან ბრძოლა: მმართველი გუნდის ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
Sputnik საქართველო
ჩინოვნიკები იძულებული იქნებიან 30 წლის განმავლობაში შემოსავლები დეკლარირება მოახდინონ 11.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-11T21:35+0400
2025-11-11T21:35+0400
2025-11-11T21:35+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_f47842f6cb27d90623beae5f186a61ae.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საჯარო მოხელეებს, სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს იმ შემთხვევაში, თუ მათ ფინანსურ და სამოხელეო დანაშაულებში დამნაშავედ ცნობენ, ვალდებულება ექნებათ 30 წლის განმავლობაში წარადგინონ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია.შესაბამის ცვლილებებს, რომელიც „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა, პარლამენტმა მესამე მოსმენით - 85 ხმით მხარი დაუჭირა.საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა“. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის, რაც გამოიხატება კონკრეტულ სამოხელეო თუ ფინანსური სარგებლის მიღებასთან დაკავშირებულ დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის 30 წლის მანძილზე აქტიურ დაკვირვებაში.ბოლო თვეების განმავლობაში საქართველო ტენდერებთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალების ტალღამ მოიცვა. დაკავებულთა შორის არიან ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე.საქართველოს მთავრობა კორუფციასთან ბრძოლას მთავარ პრიორიტეტად ასახელებს, თუმცა ბოლო დროს მომხდარი კორუფციული სკანდალები საზოგადოებაში ბევრ კითხვას ბადებს.ეს ეხება მთავრობის უმაღლეს ეშელონებში არსებულ კორუფციას. კორუფციაში ბრალდებულებს შორისაა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც აღიარა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში უკანონოდ იღებდა შემოსავალს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_107:0:1815:1281_1920x0_80_0_0_e58b4d2185634f2999951a427985a5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, კანონმდებლობა, ახალი ამბები
კორუფციასთან ბრძოლა: მმართველი გუნდის ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
ჩინოვნიკები იძულებული იქნებიან 30 წლის განმავლობაში შემოსავლები დეკლარირება მოახდინონ
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საჯარო მოხელეებს, სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს იმ შემთხვევაში, თუ მათ ფინანსურ და სამოხელეო დანაშაულებში დამნაშავედ ცნობენ, ვალდებულება ექნებათ 30 წლის განმავლობაში წარადგინონ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია.
შესაბამის ცვლილებებს, რომელიც „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა, პარლამენტმა მესამე მოსმენით - 85 ხმით მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა“. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის, რაც გამოიხატება კონკრეტულ სამოხელეო თუ ფინანსური სარგებლის მიღებასთან დაკავშირებულ დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის 30 წლის მანძილზე აქტიურ დაკვირვებაში.
უმრავლესობის დეპუტატების შეფასებით, აღნიშნული კანონი უზრუნველყოფს მართლსაწინააღმდეგოდ მიღებული ქონების გამოვლენას, დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობას და იმ ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას, რომელიც სახელმწიფოს თანამდებობის პირის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა.
ბოლო თვეების განმავლობაში საქართველო ტენდერებთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალების ტალღამ მოიცვა. დაკავებულთა შორის არიან ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე.
საქართველოს მთავრობა კორუფციასთან ბრძოლას მთავარ პრიორიტეტად ასახელებს, თუმცა ბოლო დროს მომხდარი კორუფციული სკანდალები საზოგადოებაში ბევრ კითხვას ბადებს.
ეს ეხება მთავრობის უმაღლეს ეშელონებში არსებულ კორუფციას. კორუფციაში ბრალდებულებს შორისაა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც აღიარა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში უკანონოდ იღებდა შემოსავალს.