ერდოღანი: ვიმედოვნებ, ამ უბედურ შემთხვევას მინიმალური დანაკარგები მოჰყვება

© photo: Sputnik / Sergei Guneev / გადასვლა მედიაბანკშირეჯეფ თაიიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2025
გამოწერა
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ვაგრძელებთ კოორდინირებულ ძალისხმევას თვითმფრინავის ფრაგმენტების მოსაძიებლად, ვიმედოვნებ, ამ უბედურ შემთხვევას მინიმალური დანაკარგები მოჰყვება, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით.
11 ნოემბერს, თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules-ი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, საქართველოს ტერიტორიაზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრიდან ხუთ კილომეტრში ჩამოვარდა.
„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენმა C-130-ის ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც აზერბაიჯანიდან სამშობლოში ასრულებდა რეისს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა. ვიმედოვნებ, ამ უბედურ შემთხვევას მინიმალური დანაკარგები მოჰყვება“, – აგანაცხადა ერდოღანმა.
მანამდე, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ Lockheed C-130 Hercules-ის ჩამოვარდნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0