https://sputnik-georgia.com/20251109/gardabanshi-2-piri-daakaves-295711617.html
გარდაბანში მომხდარი სროლის ფაქტზე ორი პირია დაკავებული
გარდაბანში მომხდარი სროლის ფაქტზე ორი პირია დაკავებული
Sputnik საქართველო
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 09.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-09T12:28+0400
2025-11-09T12:28+0400
2025-11-09T12:28+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცეკლებულ ინფორმაციაში. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, წითელი ცირკულარით ძებნილი, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ფერმერს სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა და ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით 200 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვა. მამედოვმა ფერმერს თანხის გადასახდელად სამდღიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა. სამდღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამავე სოფელში, ფერმერის შვილს, რომელიც ოჯახის ავტომანქანით გადაადგილდებოდა, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს - შედეგად, არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა - პოლიციამ 31 წლის მამაკაცი და 24 წლის წარსულში ნასამართლევი მამაკაცი ბრალდებულების სახით დააკავა. ამასთან, ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფი კიდევ ერთი - 40 წლის პირის მიმართ ძებნა გამოცხადდება. გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
გარდაბანში მომხდარი სროლის ფაქტზე ორი პირია დაკავებული
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 9 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცეკლებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, წითელი ცირკულარით ძებნილი, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ფერმერს სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა და ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით 200 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვა.
მამედოვმა ფერმერს თანხის გადასახდელად სამდღიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა.
სამდღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამავე სოფელში, ფერმერის შვილს, რომელიც ოჯახის ავტომანქანით გადაადგილდებოდა, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს - შედეგად, არავინ დაშავებულა.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა - პოლიციამ 31 წლის მამაკაცი და 24 წლის წარსულში ნასამართლევი მამაკაცი ბრალდებულების სახით დააკავა. ამასთან, ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფი კიდევ ერთი - 40 წლის პირის მიმართ ძებნა გამოცხადდება.
გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.