მართვის მოწმობა: არაგეგმური გამოცდის დაჯავშნა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი

© photo: Sputnik / Stringerმართვის მოწმობა
მართვის მოწმობა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2025
გამოწერა
საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. 10 ნოემბრიდან B კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის არაგეგმური გამოცდის დაჯავშნა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ელექტრონული ჯავშნის გაკეთება შესაძლებელია, როგორც მომსახურების სააგენტოს ვებგვერდიდან (sa.gov.ge) ასევე აპლიკაცია Service Agency-ის საშუალებით.
საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან, ამასთან 16 წლის ასაკში შესაძლებელია მოპედის, კვადროციკლის და ტრიციკლის მართვის მოწმობის აღება. 17 წლის ასაკიდან შესაძლებელია 125 კ3 სმ ნაკლები მოცულობის ძრავის მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის (მგზავრთა გადაყვანის და ტაქსის მძღოლად მუშაობის უფლების გარეშე) და ტრაქტორის მართვის მოწმობის აღება.
საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
საქართველოში 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მართვის მოწმობა 3,5 ათასზე მეტმა ადამიანმა აიღო. აღნიშნული 3.528 ადამიანიდან 2,783 პირი 16 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოში გაცემული მართვის მოწმობები აღიარებულია ესპანეთში, საბერძნეთსა და ირლანდიაში, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის ამ ქვეყნების მართვის მოწმობაზე გაცვლა გამოცდის გარეშე. ამჟამად იტალიაში მართვის მოწმობების აღიარებასთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0