უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე „კრისტალ ჯგუფის“ ხელმძღვანელი დააკავეს

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2025
გამოწერა
დანაშაულები 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე „კრისტალ ჯგუფის“ ხელმძღვანელი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, „კრისტალ ჯგუფის“ კომერციული დასახელების ქვეშ გაერთიანებული „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ და „ჰოტელს მენეჯმენტ გრუპის“ დამფუძნებელმა პირმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში დიდველის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე თვითნებურად ააშენა ხუთი სასტუმრო-აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც ჰქონდა მხოლოდ „კრისტალ ჯგუფის“ მომხმარებლებს.
უნებართვოდ აშენებული სასტუმრო-აპარტამენტების რეალიზაციის შედეგად უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა.
ამ ეტაპისათვის გამოძიებით დადგენილია 1,8 მლნ ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 192-ე, 218-ე და 194-ე მუხლებით. რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0