თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaნარკომოვაჭრეთა დაკავება
ნარკომოვაჭრეთა დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2025
გამოწერა
დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა ასაკი 19-დან 44 წლამდეა, საგამოძიებო უწყება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერების, ასევე მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება. ბრალდებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: "ბუპრენორფინი", "ალფა-პვპ", გამომშრალი მარიხუანა, "კოკაინი", "მეთადონი", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", ფსიქოტროპული ნივთიერება "პრეგაბალინი", "მდმა" და "მორფინი".
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის პარკები და ელექტრო სასწორი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0