https://sputnik-georgia.com/20251108/megobar-qalze-fizikurad-izalada-da-mokvlit-daemuqra-dakavebulia-1-piri-295701719.html
მეგობარ ქალზე ფიზიკურად იძალადა და მოკვლით დაემუქრა: დაკავებულია 1 პირი
მეგობარ ქალზე ფიზიკურად იძალადა და მოკვლით დაემუქრა: დაკავებულია 1 პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 08.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-08T13:32+0400
2025-11-08T13:32+0400
2025-11-08T13:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ძალადობა ოჯახში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/08/240480872_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_b7e36cf7592b0229a1a6137384848310.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახური ძალადობის ბრალდებით 44 წლის, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულს ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა, იძულება და ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 33 წლის მეგობარ ქალს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე ფიზიკურად იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. პოლიციამ დაკავებულის პირადი, საცხოვრებელი სახლისა და ავტოფარეხის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ", ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, მჭიდი და 5 ვაზნა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 150-ე მუხლით, 11-პრიმა 151-ე მუხლით, 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/08/240480872_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_b18117fc5077b7eb6c998deff6550d37.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ძალადობა ოჯახში , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ძალადობა ოჯახში , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
მეგობარ ქალზე ფიზიკურად იძალადა და მოკვლით დაემუქრა: დაკავებულია 1 პირი
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახური ძალადობის ბრალდებით 44 წლის, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა, იძულება და ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 33 წლის მეგობარ ქალს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე ფიზიკურად იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
პოლიციამ დაკავებულის პირადი, საცხოვრებელი სახლისა და ავტოფარეხის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ", ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, მჭიდი და 5 ვაზნა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 150-ე მუხლით, 11-პრიმა 151-ე მუხლით, 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.