https://sputnik-georgia.com/20251107/saqartvelos-premiers-evrokavsirsi-ukusvlis-imedi-aqvs-295693826.html
საქართველოს პრემიერს იმედი აქვს რომ ევროკავშირში უკუსვლა შეწყდება
საქართველოს პრემიერს იმედი აქვს რომ ევროკავშირში უკუსვლა შეწყდება
Sputnik საქართველო
ევროკავშირის მიერ სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ეკონომიკა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის 30%-ს შეადგენდა, 17,5%-მდე დაეცა 07.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-07T19:34+0400
2025-11-07T19:34+0400
2025-11-07T19:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ჩინეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/01/248380130_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_1fe9a2aa922294097d39559bb35e6aa9.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც განიცდის დღეს ევროკავშირი როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის უფლებების და ეკონომიკის კუთხით, უნდა შემობრუნდეს და საქართველო კვლავ მოისურვებს გახდეს ევროკავშირის წევრი, განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ შანხაიში ვიზიტის დროს.მთავრობის მეთაურის თქმით, არსებული ტრაგიკული მდგომარეობის გამოძახილია ის პრობლემები, რომელიც აქვს შექმნილი დღეს ევროკავშირს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.რაც შეეხება თავად მოხსენებას, პრემიერის თქმით, ის უსამართლოა.„ზოგადად, არის ერთი დიდი უსამართლობა, რომელიც ასახულია ამ დოკუმენტში. კონკრეტული დამახინჯებული ფაქტებია წარმოდგენილი ამ ანგარიშში, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას ექნება თავისი შეფასება. ეს დოკუმენტი მთლიანობაში ასახავს იმ ტრაგიკულ მდგომარეობს, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში“, - განაცხადა კობახიძემ.პრემიერის თქმით, სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგია ის, რომ ევროკავშირის ეკონომიკა თუ იყო მსოფლიო ეკონომიკაში 30%, ახლა ეს არის ჩამოსული17,5%-მდე და წლიდან წლამდე მცირდება ეს წილი.რა წერია ანგარიშშიანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით აღინიშნა.„საქართველოს ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები შემოიღო, რამაც სერიოზულად შეარყია დემოკრატიული პროცესები და ფაქტობრივად აღმოფხვრა მოქალაქეთა მონაწილეობა და კონტროლისა და ბალანსის სისტემა", - ნათქვამია ანგარიშში.განსაკუთრებული კრიტიკის საგანი გახდა მთავრობის ბოლო ერთი წლის მანძილზე ქმედებები. ევროკომისიის განცხადებით, ხელისუფლებას არ გაუვრცელებია ინფორმაცია კომისიის მიერ 2023 წლის გაფართოების კომუნიკეში დაფიქსირებული ძირითადი რეფორმების (ცხრა ნაბიჯი) შესრულების შესახებ, რასაც საქართველოს გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.საქართველოს პროგრესი და რეგრესიევროკომისია აღნიშნავს საქართველოს პროგრესს უმეტეს სფეროში, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაში, ეკონომიკასა და მართლმსაჯულებაში.ამასთან, ევროკავშირი უკმაყოფილოა იმით, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის მიერ რუსეთის, ბელარუსის და ირანის წინააღმდეგ მიღებული შემზღუდავი ზომების აბსოლუტურ უმრავლესობას და არ მონაწილეობდა ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებსა და ოპერაციებში საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/01/248380130_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_2dbb3d00474c1c4b154831dc8a2e82ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ჩინეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ჩინეთი
საქართველოს პრემიერს იმედი აქვს რომ ევროკავშირში უკუსვლა შეწყდება
ევროკავშირის მიერ სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ეკონომიკა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის 30%-ს შეადგენდა, 17,5%-მდე დაეცა
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც განიცდის დღეს ევროკავშირი როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის უფლებების და ეკონომიკის კუთხით, უნდა შემობრუნდეს და საქართველო კვლავ მოისურვებს გახდეს ევროკავშირის წევრი, განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ შანხაიში ვიზიტის დროს.
„იმედი გვაქვს, ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც განიცდის დღეს ევროპული სივრცე, როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის უფლებების და ეკონომიკის კუთხით, შემობრუნდება, ჩვენ გვინდა გავხდეთ ასეთი შემობრუნებული ევროკავშირის წევრი და არა ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელსაც ვხედავთ დღეს“, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შანხაიში.
მთავრობის მეთაურის თქმით, არსებული ტრაგიკული მდგომარეობის გამოძახილია ის პრობლემები, რომელიც აქვს შექმნილი დღეს ევროკავშირს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.
რაც შეეხება თავად მოხსენებას, პრემიერის თქმით, ის უსამართლოა.
„ზოგადად, არის ერთი დიდი უსამართლობა, რომელიც ასახულია ამ დოკუმენტში. კონკრეტული დამახინჯებული ფაქტებია წარმოდგენილი ამ ანგარიშში, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას ექნება თავისი შეფასება. ეს დოკუმენტი მთლიანობაში ასახავს იმ ტრაგიკულ მდგომარეობს, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგია ის, რომ ევროკავშირის ეკონომიკა თუ იყო მსოფლიო ეკონომიკაში 30%, ახლა ეს არის ჩამოსული17,5%-მდე და წლიდან წლამდე მცირდება ეს წილი.
ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით აღინიშნა.
„საქართველოს ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები შემოიღო, რამაც სერიოზულად შეარყია დემოკრატიული პროცესები და ფაქტობრივად აღმოფხვრა მოქალაქეთა მონაწილეობა და კონტროლისა და ბალანსის სისტემა", - ნათქვამია ანგარიშში.
განსაკუთრებული კრიტიკის საგანი გახდა მთავრობის ბოლო ერთი წლის მანძილზე ქმედებები. ევროკომისიის განცხადებით, ხელისუფლებას არ გაუვრცელებია ინფორმაცია კომისიის მიერ 2023 წლის გაფართოების კომუნიკეში დაფიქსირებული ძირითადი რეფორმების (ცხრა ნაბიჯი) შესრულების შესახებ, რასაც საქართველოს გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს პროგრესი და რეგრესი
ევროკომისია აღნიშნავს საქართველოს პროგრესს უმეტეს სფეროში, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაში, ეკონომიკასა და მართლმსაჯულებაში.
ამასთან, ევროკავშირი უკმაყოფილოა იმით, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის მიერ რუსეთის, ბელარუსის და ირანის წინააღმდეგ მიღებული შემზღუდავი ზომების აბსოლუტურ უმრავლესობას და არ მონაწილეობდა ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებსა და ოპერაციებში საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში.