https://sputnik-georgia.com/20251107/mkvleloba-dmanissi-kvalis-dafarvis-miznit-kacma-cxedari-sakutar-ezosi-damarxa-295685897.html
მკვლელობა დმანისში: კვალის დაფარვის მიზნით კაცმა ცხედარი საკუთარი სახლის ეზოში დამარხა
მკვლელობა დმანისში: კვალის დაფარვის მიზნით კაცმა ცხედარი საკუთარი სახლის ეზოში დამარხა
Sputnik საქართველო
დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 07.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-07T11:41+0400
2025-11-07T11:41+0400
2025-11-07T11:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ქართლი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613692_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_df02986e782248bf09652840386eb3fd.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა დმანისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 46 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. გამოძიებით დადგინდა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულსა და დ.დ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შედეგად დ.დ.-მ დაკარგა წონასწორობა, დაგორდა კიბეებზე, დაეცა ბეტონის ფილაზე და მიღებული დაზიანების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა. პოლიციამ ცხედარი ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოაჩინა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
ქართლი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613692_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_f02183161b9130bcc2a29f7db7bb1d0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ქართლი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ქართლი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მკვლელობა დმანისში: კვალის დაფარვის მიზნით კაცმა ცხედარი საკუთარი სახლის ეზოში დამარხა
დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა დმანისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 46 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.
გამოძიებით დადგინდა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულსა და დ.დ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შედეგად დ.დ.-მ დაკარგა წონასწორობა, დაგორდა კიბეებზე, დაეცა ბეტონის ფილაზე და მიღებული დაზიანების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა. პოლიციამ ცხედარი ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოაჩინა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.