https://sputnik-georgia.com/20251106/tbilisis-meri-saqartvelosi-israelis-elcs-sexvda-295680992.html
თბილისის მერი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
თბილისის მერი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე ორივე მხარემ გამოხატა სრული მზაობა თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის. 06.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-06T21:10+0400
2025-11-06T21:10+0400
2025-11-06T21:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
ისრაელი
კახა კალაძე
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/10/266659813_0:49:1280:769_1920x0_80_0_0_a345bc006c1161f7c3607f561c4b2111.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული პოზიტიური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან, იუწყება თბილისის მერიის პრესსამსახური. თბილისის მერმა საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დედაქალაქის მერიაში გამართა. თავის მხრივ, ისრაელის ელჩმა, ვალიდ აბუ ჰაიამ კახა კალაძეს თბილისის მერად მესამე ვადით არჩევა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. "დიდი სურვილი მაქვს, გამონახოთ დრო და ეწვიოთ ისრაელს ოფიციალური ვიზიტით. დარწმუნებული ვარ, იერუსალიმის, თელ-ავივისა და ჩვენი სხვა ქალაქების მერები ბედნიერები იქნებიან თქვენი ვიზიტით. ვაკვირდები რა თბილისს, ვხედავ ძალიან დიდ მსგავსებას იერუსალიმთან, კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ჩვენს ქალაქებს შორის ურთიერთობების დიდი პოტენციალი", - აღნიშნა ვალიდ აბუ ჰაიამ. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობისთვის ბევრი შეხების წერტილი მოიძებნება.„მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, რადგან თბილისში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში", – განაცხადა ისრაელის ელჩმა. შეხვედრაზე ორივე მხარემ გამოხატა სრული მზაობა თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის. საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/10/266659813_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_a54b416ae6b8355b53c869afe92a07de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი , კახა კალაძე , თბილისის მერია, თბილისი დღეს, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი , კახა კალაძე , თბილისის მერია, თბილისი დღეს, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
თბილისის მერი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
შეხვედრაზე ორივე მხარემ გამოხატა სრული მზაობა თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული პოზიტიური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან, იუწყება თბილისის მერიის პრესსამსახური.
თბილისის მერმა საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დედაქალაქის მერიაში გამართა.
„ჩვენი მეგობრობა უკვე 26 საუკუნეს ითვლის. საქართველოსთვის ისრაელი ძალიან ძვირფასია და მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ძალიან დიდ წვლილს შეიტანთ ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებაში. მინდა, წარმატებები გისურვოთ. ჩვენ მზად ვართ ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ, ნებისმიერ თემაზე პირადად მომმართოთ", – განაცხადა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, ისრაელის ელჩმა, ვალიდ აბუ ჰაიამ კახა კალაძეს თბილისის მერად მესამე ვადით არჩევა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
"დიდი სურვილი მაქვს, გამონახოთ დრო და ეწვიოთ ისრაელს ოფიციალური ვიზიტით. დარწმუნებული ვარ, იერუსალიმის, თელ-ავივისა და ჩვენი სხვა ქალაქების მერები ბედნიერები იქნებიან თქვენი ვიზიტით. ვაკვირდები რა თბილისს, ვხედავ ძალიან დიდ მსგავსებას იერუსალიმთან, კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ჩვენს ქალაქებს შორის ურთიერთობების დიდი პოტენციალი", - აღნიშნა ვალიდ აბუ ჰაიამ.
ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობისთვის ბევრი შეხების წერტილი მოიძებნება.
„მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, რადგან თბილისში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში", – განაცხადა ისრაელის ელჩმა.
შეხვედრაზე ორივე მხარემ გამოხატა სრული მზაობა თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის.
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.