შშმ პირს აუპატიურებდა და აიძულებდა ქუჩაში ემათხოვრა: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnikპოლიციის განყოფილება რუსთავში
პოლიციის განყოფილება რუსთავში - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2025
გამოწერა
დანაშაულები 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა რუსთავში გაუპატიურების ბრალდებით 38 წლის, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს საგამოძიებო უწყება წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ მუქარას, ადამიანით ვაჭრობასა და გაუპატიურებას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ფიზიკური ძალადობის მუქარით აიძულებდა ქუჩებში მოწყალება ეთხოვა და ამ გზით გამომუშავებული თანხა მისთვის მიეტანა.
„წინააღმდეგობის ან მისთვის არასაკმარისი შემოსავლის მიღების შემთხვევაში, ბრალდებული ცემითა და მოკვლით ემუქრებოდა დაზარალებულს, რითაც შეუქმნა იძულებითი, დამაშინებელი გარემო და ჩააყენა მონობის მდგომარეობაში, სადაც ის ანაზღაურების გარეშე ასრულებდა სამუშაოს სხვა პირის სასარგებლოდ", - აღნიშნულია პროკურატურს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე დადგინდა, რომ ძალადობით, ძალადობის მუქარით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ ბრალდებულმა დაზარალებული არაერთხელ გააუპატიურა.
აღნიშნულ პირს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე, 137-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0