გურიაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 54 წლის მამაკაცი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2025
გამოწერა
მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ლანჩხუთში პოლიციამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
54 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: "მეთადონი", "გამომშრალი მარიხუანა" და "ტეტრაჰიდროკანაბინოლი".
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დამზადებისთვის საჭირო მასალები და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისათვის მოწყობილი სპეციალური სათბური.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0