სუპერმარკეტის თანამშრომლებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2025
გამოწერა
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით მოქალაქე მანანა (მანჩო) გიორგობიანი დააკავეს, ნათქვამია შინაგან სამქეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა. ბრალდებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სუპერმარკეტის თანამშრომლებს - 19 და 21 წლის ახალგაზრდებს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს, 29 წლის პირს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა. მათ სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს სუპერმარკეტის გარე პერიმეტრზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.
უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე ექვსივე პირი. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების ადგილსამყოფელის დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
გამოძიება სსკ-ის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მოცემულ შემთხვევაში ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0