https://sputnik-georgia.com/20251105/papuashvili-hercinskis-exmaureba-295665470.html
რატომ არ დაგმო ევროკავშირმა სასახლეზე შტურმი? პაპუაშვილი ბრიუსელს აკრიტიკებს
რატომ არ დაგმო ევროკავშირმა სასახლეზე შტურმი? პაპუაშვილი ბრიუსელს აკრიტიკებს
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 4 ოქტომბერს კონფლიქტის არანაირი ორი მხარე არ არსებობდა 05.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-05T14:37+0400
2025-11-05T14:37+0400
2025-11-05T14:37+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23716/46/237164683_0:94:2000:1219_1920x0_80_0_0_09eb672642b951a290968a13e88066a3.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირმა არ დაგმო პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, იმიტომ რომ ძალადობა მათ მიერ მხარდაჭერილი რადიკალებიდან მომდინარეობდა - ეს უარი გახდა ბრიუსელის ანტიდემოკრატიული კურსისა და ღირებულებითი კრიზისის მტკიცებულება, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.პაპუაშვილმა პუბლიკაციას თან დაურთო საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის პასუხი 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაძე. ელჩმა გაიხსენა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებები. ჰერჩინსკის თქმით, მათ „მოუწოდეს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება არჩევნების შემდგომ პერიოდში და ასევე მოუწოდეს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ადამიანის უფლებების დაცვა“.მისი თქმით, 4 ოქტომბერს კონფლიქტის არანაირი ორი მხარე არ არსებობდა - ძალადობა მხოლოდ ბრიუსელის მიერ მხარდაჭერილი რადიკალების მხრიდან მომდინარეობდა და ამიტომაც ევროკავშირმა მათი დაგმობა ვერ გადაწყვიტა.„არანაირი „ყველა“, ვისაც თავი უნდა შეეკავებინა ძალადობისგან, 4 ოქტომბერს არ არსებობდა. იყო მხოლოდ ერთი მოძალადე მხარე – ბრიუსელისგან მხარდაჭერილი რადიკალები. მათი დაგმობა საკუთარი თავის დაგმობაც იქნებოდა. ეს არის არდაგმობის რეალური მიზეზი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერაში ადანაშაულებს და მოუწოდებს მას, დაგმოს ოპოზიციის ქმედებები 4 ოქტომბრის აქციის დროს, როდესაც მომიტინგეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ძალით შეჭრას ცდილობდნენ.პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23716/46/237164683_124:0:1876:1314_1920x0_80_0_0_1eb027aaf2bc78bfab31a5831e295f74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
რატომ არ დაგმო ევროკავშირმა სასახლეზე შტურმი? პაპუაშვილი ბრიუსელს აკრიტიკებს
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 4 ოქტომბერს კონფლიქტის არანაირი ორი მხარე არ არსებობდა
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირმა არ დაგმო პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, იმიტომ რომ ძალადობა მათ მიერ მხარდაჭერილი რადიკალებიდან მომდინარეობდა - ეს უარი გახდა ბრიუსელის ანტიდემოკრატიული კურსისა და ღირებულებითი კრიზისის მტკიცებულება, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
პაპუაშვილმა პუბლიკაციას თან დაურთო საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის პასუხი 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაძე. ელჩმა გაიხსენა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებები. ჰერჩინსკის თქმით, მათ „მოუწოდეს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება არჩევნების შემდგომ პერიოდში და ასევე მოუწოდეს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ადამიანის უფლებების დაცვა“.
„ევროკავშირის ელჩის გააზრებული უარი, უყოყმანოდ დაგმოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლის და ანტიდემოკრატიული ტრაექტორიის საუკეთესო ილუსტრაციაა", - დაწერა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერს კონფლიქტის არანაირი ორი მხარე არ არსებობდა - ძალადობა მხოლოდ ბრიუსელის მიერ მხარდაჭერილი რადიკალების მხრიდან მომდინარეობდა და ამიტომაც ევროკავშირმა მათი დაგმობა ვერ გადაწყვიტა.
„არანაირი „ყველა“, ვისაც თავი უნდა შეეკავებინა ძალადობისგან, 4 ოქტომბერს არ არსებობდა. იყო მხოლოდ ერთი მოძალადე მხარე – ბრიუსელისგან მხარდაჭერილი რადიკალები. მათი დაგმობა საკუთარი თავის დაგმობაც იქნებოდა. ეს არის არდაგმობის რეალური მიზეზი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერაში ადანაშაულებს და მოუწოდებს მას, დაგმოს ოპოზიციის ქმედებები 4 ოქტომბრის აქციის დროს, როდესაც მომიტინგეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ძალით შეჭრას ცდილობდნენ.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.