GCCA: ბოლო ათ თვეში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის 145 ფაქტი დადასტურდა

© photo: Sputnik / Stringer Tbilisi Mall
 Tbilisi Mall - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2025
გამოწერა
კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წელს ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. 2025 წლის ათ თვეში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 222 საქმეზე მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის 145 ფაქტი დაადასტურა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წლის ათ თვეში - 1.123 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 3.560 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა 57%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსული განცხადებების რიცხვს.
GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 68 მოვაჭრეს 111 საქმეზე ჯამში 117.283 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 147 საქმეზე 132 შეთანხმება გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 65% ონლაინ-ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 35 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 79%-ით თბილისი ლიდერობს, , შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა - 5%, იმერეთი - 5%, კახეთი-2 %, ქვემო ქართლი-2 % და სხვა რეგიონები.
10 თვის მონაცემებით, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 370 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 364, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 198, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 74, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 36, ხოლო სხვა დანარჩენზე - 81 განაცხადი.
სტატისტიკის თანახმად, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება - 10%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 5%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობები - 12%-ს.
ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.
საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭიროა განაცხადის სპეციალური ფორმის შევვსება და გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consumer@gcca.gov.ge.
უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე"- 15 20.
ყველა ახალი ამბავი
0