https://sputnik-georgia.com/20251104/sepashvili-gare-zalebi-liderebis-sheqmnas-cdiloben-295657769.html
სეფაშვილი: გარე ძალები ცდილობენ საქართველოში ოპოზიციის ხელოვნური ლიდერები შექმნან
სეფაშვილი: გარე ძალები ცდილობენ საქართველოში ოპოზიციის ხელოვნური ლიდერები შექმნან
Sputnik საქართველო
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ოპოზიციას არჩევნებისთვის მზადებაზე ადრე უნდა ეფიქრა და არა რევოლუციისთვის მომზადებულიყო. 04.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-04T19:34+0400
2025-11-04T19:34+0400
2025-11-04T19:34+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/10/294955442_0:39:768:471_1920x0_80_0_0_c55fd45352adc25fcd832e6344f25130.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. გარე ძალები ქართულ ოპოზიციაში ახალ ხელოვნურ ლიდერებს ეძებენ, რომელთა მართვასაც შეძლებენ, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან.ასე გამოეხმაურა სეფაშვილი საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებლის ნინო ლომჯარიას განცხადებას მომავალი არჩევნებისთვის ოპოზიციის მომზადების აუცილებლობის შესახებ. ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დღესვე დაიწყოს და მნიშვნელობა არ აქვს ხვალ გაიმართება იგი, მომავალ გაზაფხულზე, შემოდგომაზე თუ სამ წელიწადში.მისი თქმით, ლომჯარია ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებით მოქმედებს.„ანუ ლომჯარიამ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით შეასრულა დავალება, რომელსაც, როგორც ჩვენ ვუწოდებთ რადიკალური ოპოზიცია, სინამდვილეში კი აგენტურა მომავალში განახორციელებს. ლომჯარიას განცხადებები ცოტა არ იყოს კომიკურად მიმაჩნია", - განაცხადა სეფაშვილმა.როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ოპოზიციას არჩევნებისთვის მზადებაზე ადრე უნდა ეფიქრა და არა რევოლუციისთვის მომზადებულიყო.მისი თქმით, რევოლუციის მოწყობის მცდელობისას მთავრობის ოპონენტებმა ბევრი ამომრჩეველი დაკარგეს.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართა. ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა, მათ შორის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებებისთვის“, ფსონი ქუჩის საპროტესტო აქციებზე გააკეთეს და არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს - 4 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერაში ადანაშაულებს და მოუწოდებს მას, დაგმოს ოპოზიციის ქმედებები 4 ოქტომბრის აქციის დროს, როდესაც მომიტინგეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ძალით შეჭრას ცდილობდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/10/294955442_45:0:725:510_1920x0_80_0_0_37bfa0cecbd03697993347e72e7f6267.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, საზოგადოება
სეფაშვილი: გარე ძალები ცდილობენ საქართველოში ოპოზიციის ხელოვნური ლიდერები შექმნან
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ოპოზიციას არჩევნებისთვის მზადებაზე ადრე უნდა ეფიქრა და არა რევოლუციისთვის მომზადებულიყო.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. გარე ძალები ქართულ ოპოზიციაში ახალ ხელოვნურ ლიდერებს ეძებენ, რომელთა მართვასაც შეძლებენ, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან.
ასე გამოეხმაურა სეფაშვილი საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებლის ნინო ლომჯარიას განცხადებას მომავალი არჩევნებისთვის ოპოზიციის მომზადების აუცილებლობის შესახებ. ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დღესვე დაიწყოს და მნიშვნელობა არ აქვს ხვალ გაიმართება იგი, მომავალ გაზაფხულზე, შემოდგომაზე თუ სამ წელიწადში.
„როგორც ჩანს, უცხოური ძალები ფიქრობენ საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში ახალი ლიდერები მოიძიონ - შექმნან ახალი, ხელოვნური ლიდერები. მათი ხელწერა ცნობილია, ჯილდოების მინიჭება, ვითომდა გამოკითხვებში რეიტინგების მიწერა - ამ მიმართულებით შეეცდებიან მოვლენების განვითარებას. უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა ველოდოთ უცხოური ძალების მიერ შექმნილი პოლიტიკური ძალებისა და ლიდერების გამოჩენას", - განაცხადა სეფაშვილმა.
მისი თქმით, ლომჯარია ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებით მოქმედებს.
„ანუ ლომჯარიამ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით შეასრულა დავალება, რომელსაც, როგორც ჩვენ ვუწოდებთ რადიკალური ოპოზიცია, სინამდვილეში კი აგენტურა მომავალში განახორციელებს. ლომჯარიას განცხადებები ცოტა არ იყოს კომიკურად მიმაჩნია", - განაცხადა სეფაშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ოპოზიციას არჩევნებისთვის მზადებაზე ადრე უნდა ეფიქრა და არა რევოლუციისთვის მომზადებულიყო.
მისი თქმით, რევოლუციის მოწყობის მცდელობისას მთავრობის ოპონენტებმა ბევრი ამომრჩეველი დაკარგეს.
„ზუსტად ვიცი, რომ მათ ვეღარ დაიბრუნებენ", - დასძინა სეფაშვილმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართა. ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა, მათ შორის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებებისთვის“, ფსონი ქუჩის საპროტესტო აქციებზე გააკეთეს და არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს - 4 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.
საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერაში ადანაშაულებს და მოუწოდებს მას, დაგმოს ოპოზიციის ქმედებები 4 ოქტომბრის აქციის დროს, როდესაც მომიტინგეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ძალით შეჭრას ცდილობდნენ.