https://sputnik-georgia.com/20251104/kobaxidze-saqartvelos-da-chinetis-urtiertobebi-stabilurad-vitardeba-295659607.html
კობახიძე: საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება
კობახიძე: საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება
Sputnik საქართველო
პრემიერის თქმით, საქართველო მხარს უჭერს „ერთი ჩინეთის პოლიტიკის" პრინციპს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას. 04.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-04T21:17+0400
2025-11-04T21:17+0400
2025-11-04T21:33+0400
საქართველო
ჩინეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/04/295658499_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_fa1c004482f028a1282a652a07a84048.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ვითარდება სტაბილურად, ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და თანამშრომლობის პრინციპებზე დაყრდნობით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან შეხვედრაზე.ქართული დელეგაცია, პრემიერ კობახიძის მეთაურობით, შანხაიში ვიზიტით 3 ნოემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ რიგ შეთანხმებებს მოეწერება ხელი. გარდა ამისა, საქართველო მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც 5 ნოემბერს გაიხსნება.პრემიერის თქმით, საქართველო მხარს უჭერს „ერთი ჩინეთის პოლიტიკის" პრინციპს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას.„ეს მეგობრობა და ურთიერთგაგება ბუნებრივად აისახა ჩვენს ქვეყნებს შორის დინამიკურ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ჩინეთი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორების ოთხეულშია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორმხრივი ვაჭრობის ზრდას. საქართველოს ექსპორტი ჩინეთის მიმართულებით საგრძნობლად გაიზარდა", - განაცხადა კობახიძემ.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სასიხარულოა ტვირთბრუნვის მზარდი ტენდენცია. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ჩინეთიდან და ჩინეთში „შუა დერეფნით" საქართველოს გავლით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 70,6%-ით გაიზარდა.მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნებს შორის არსებული დადებითი დინამიკა და ურთიერთობების მაღალი დონე შენარჩუნდება და გაძლიერდება.„ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა ვაჭრობასა და კულტურულ ურთიერთობას. საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან რეგიონული დაკავშირებადობისა და ვაჭრობის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით", - განაცხადა კობახიძემ.თავის მხრივ, ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმა განაცხადა, რომ ჩინეთს სურს საქართველოსთან სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერება, პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოება და ერთობლივი ძალისხმევით ორივე ხალხისთვის მეტი სარგებლის მოტანა.როგორც ლი ციანმა აღნიშნა, საქართველოსა და ჩინეთის ლიდერების სტრატეგიული ლიდერობის წყალობით ბოლო წლებში ორმხრივი ურთიერთობები სწრაფად ვითარდება.„2023 წელს ჩვენმა ქვეყნებმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს და მას შემდეგ სხვადასხვა სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა გაღრმავდა. ჩინეთი საქართველოს მადლიერია გულწრფელი მეგობრობისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა ლი ციანმა.საქართველო და ჩინეთიჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 2024 წელს დაახლოებით 1,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (17%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე), რაც მთლიანი ბაზრის 8,2%-ს შეადგენს.2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/04/295658499_43:0:1204:871_1920x0_80_0_0_5dd72b14a751540f755d20b801f71476.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
კობახიძე: საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება
21:17 04.11.2025 (განახლებულია: 21:33 04.11.2025) პრემიერის თქმით, საქართველო მხარს უჭერს „ერთი ჩინეთის პოლიტიკის" პრინციპს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ვითარდება სტაბილურად, ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და თანამშრომლობის პრინციპებზე დაყრდნობით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან შეხვედრაზე.
ქართული დელეგაცია, პრემიერ კობახიძის მეთაურობით, შანხაიში ვიზიტით 3 ნოემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ რიგ შეთანხმებებს მოეწერება ხელი. გარდა ამისა, საქართველო მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც 5 ნოემბერს გაიხსნება.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება - ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და თანამშრომლობის პრინციპებზე დაყრდნობით. ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, საქართველო მხარს უჭერს „ერთი ჩინეთის პოლიტიკის" პრინციპს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას.
„ეს მეგობრობა და ურთიერთგაგება ბუნებრივად აისახა ჩვენს ქვეყნებს შორის დინამიკურ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ჩინეთი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორების ოთხეულშია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორმხრივი ვაჭრობის ზრდას. საქართველოს ექსპორტი ჩინეთის მიმართულებით საგრძნობლად გაიზარდა", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სასიხარულოა ტვირთბრუნვის მზარდი ტენდენცია. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ჩინეთიდან და ჩინეთში „შუა დერეფნით" საქართველოს გავლით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 70,6%-ით გაიზარდა.
„2025 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 7.43 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 229 პროცენტით მეტია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ჩვენ გვჯერა, რომ ეს პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორობას", - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნებს შორის არსებული დადებითი დინამიკა და ურთიერთობების მაღალი დონე შენარჩუნდება და გაძლიერდება.
„ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა ვაჭრობასა და კულტურულ ურთიერთობას. საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან რეგიონული დაკავშირებადობისა და ვაჭრობის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით", - განაცხადა კობახიძემ.
თავის მხრივ, ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმა განაცხადა, რომ ჩინეთს სურს საქართველოსთან სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერება, პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოება და ერთობლივი ძალისხმევით ორივე ხალხისთვის მეტი სარგებლის მოტანა.
„მადლობას გიხდით საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობისთვის. საქართველო წელს პირველად მონაწილეობს საპატიო სტუმრის სტატუსით და ეს უნიკალური შესაძლებლობაა ქართული პროდუქციის წარმოსაჩენად. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული კომპანიები მალე იხილავენ გამოფენაში თავიანთი მონაწილეობის შედეგებს“, - განაცხადა ლი ციანმა.
როგორც ლი ციანმა აღნიშნა, საქართველოსა და ჩინეთის ლიდერების სტრატეგიული ლიდერობის წყალობით ბოლო წლებში ორმხრივი ურთიერთობები სწრაფად ვითარდება.
„2023 წელს ჩვენმა ქვეყნებმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს და მას შემდეგ სხვადასხვა სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა გაღრმავდა. ჩინეთი საქართველოს მადლიერია გულწრფელი მეგობრობისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა ლი ციანმა.
ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 2024 წელს დაახლოებით 1,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (17%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე), რაც მთლიანი ბაზრის 8,2%-ს შეადგენს.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.