https://sputnik-georgia.com/20251103/kobaxidze-shanxaishi-vizitit-gaemgzavra-295640066.html
კობახიძე შანხაიში ვიზიტით გაემგზავრა
კობახიძე შანხაიში ვიზიტით გაემგზავრა
Sputnik საქართველო
პრემიერი მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს 03.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-03T13:00+0400
2025-11-03T13:00+0400
2025-11-03T13:16+0400
საქართველო
ჩინეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/19/295091576_0:165:2048:1317_1920x0_80_0_0_222f30fffec207a9578e7c13cb3fb9a4.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ლი ციანის მიწვევით, შანხაიში ვიზიტით გაემგზავრა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ რიგ შეთანხმებებს მოეწერება ხელი.კობახიძე შანხაიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.საქართველო და ჩინეთიჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 2024 წელს დაახლოებით 1,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (17%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე), რაც მთლიანი ბაზრის 8,2%-ს შეადგენს.2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/19/295091576_36:0:2012:1482_1920x0_80_0_0_bb3dadaac768bb4ff06eaa612469d85f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
კობახიძე შანხაიში ვიზიტით გაემგზავრა
13:00 03.11.2025 (განახლებულია: 13:16 03.11.2025) პრემიერი მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ლი ციანის მიწვევით, შანხაიში ვიზიტით გაემგზავრა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ რიგ შეთანხმებებს მოეწერება ხელი.
„გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში, სადაც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. გამოფენაზე 40-ზე მეტი ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი“, – ნათქვამია განცხადებაში.
კობახიძე შანხაიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 2024 წელს დაახლოებით 1,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (17%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე), რაც მთლიანი ბაზრის 8,2%-ს შეადგენს.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.