https://sputnik-georgia.com/20251102/menteshashvilis-winaagmdeg-sisxlis-samartlis-saqme-agizra-295634021.html
საპროტესტო აქციაზე გზის განმეორებით გადაკეტვისთვის შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
საპროტესტო აქციაზე გზის განმეორებით გადაკეტვისთვის შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა ბოლო 5 დღის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, კერძოდ, რუსთაველის გამზირის უკანონო გადაკეტვის ბრალდებით... 02.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-02T13:51+0400
2025-11-02T13:51+0400
2025-11-02T13:51+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპროტესტო აქციები თბილისში
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295230396_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_d3176a3f4aa091095c49b585c12aa0a7.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირის ხელმეორედ გადაკეტვისთვის საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე ზურაბ მენთეშაშვილის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სამართალდამცველებმა ბოლო 5 დღის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, კერძოდ, რუსთაველის გამზირის უკანონო გადაკეტვის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით 29 პირი დააკავეს.უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ანალოგიური ქმედებისთვის ზურაბ მენთეშაშვილი ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული და შვიდი დღის ვადით პატიმრობა შეეფარდა.17 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართლებრივი პასუხისმგებლობები გამკაცრდა.შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში აისახა, რომლებიც ითვალისწინებს:ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაპირველივე დარღვევა: სახის ნიღბით დაფარვა, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონა, გზის გადაკეტვა ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე;ორგანიზატორის შემთხვევაში - 20 დღემდე;იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზემოაღნიშნული ქმედებების განმეორება ერთი წლის განმავლობაში - თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე;მესამე და ყოველი შემდეგი დარღვევა - თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე;ახალი მუხლი: მესამედ სამართალდამცავზე შეურაცხყოფა ან დაუმორჩილებლობა - პასუხისმგებლობა ერთი წლამდე;არასრულწლოვანებზე პასუხისმგებლობა იმავე შემთხვევებში: ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295230396_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_c0bb40e782eed85541385e3a91174f63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საპროტესტო აქციაზე გზის განმეორებით გადაკეტვისთვის შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
სამართალდამცველებმა ბოლო 5 დღის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, კერძოდ, რუსთაველის გამზირის უკანონო გადაკეტვის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით 29 პირი დააკავეს.
თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირის ხელმეორედ გადაკეტვისთვის საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე ზურაბ მენთეშაშვილის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბოლო 5 დღის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, კერძოდ, რუსთაველის გამზირის უკანონო გადაკეტვის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით 29 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ანალოგიური ქმედებისთვის ზურაბ მენთეშაშვილი ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული და შვიდი დღის ვადით პატიმრობა შეეფარდა.
„შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის მიმართ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს”, - ნათქვამია განცხადებაში.
17 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართლებრივი პასუხისმგებლობები გამკაცრდა.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში აისახა, რომლებიც ითვალისწინებს:
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
პირველივე დარღვევა: სახის ნიღბით დაფარვა, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონა, გზის გადაკეტვა ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე;
ორგანიზატორის შემთხვევაში - 20 დღემდე;
იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა
ზემოაღნიშნული ქმედებების განმეორება ერთი წლის განმავლობაში - თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე;
მესამე და ყოველი შემდეგი დარღვევა - თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე;
ახალი მუხლი: მესამედ სამართალდამცავზე შეურაცხყოფა ან დაუმორჩილებლობა - პასუხისმგებლობა ერთი წლამდე;
არასრულწლოვანებზე პასუხისმგებლობა იმავე შემთხვევებში: ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე.