https://sputnik-georgia.com/20251101/tbilissa-da-regionebsi-iararis-arsenali-amoires-dakavebulia-cxra-piri-295624185.html
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია ცხრა პირი
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია ცხრა პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 01.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-01T14:47+0400
2025-11-01T14:47+0400
2025-11-01T14:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24463/96/244639606_0:7:1083:616_1920x0_80_0_0_1718aae2a589260d1b93ea9894a7a78e.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღისა უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორაციაში. სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაციები თბილისში, აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და იმერეთში ჩატარდა. დაკავებულებს შორის, რომელთა ასაკი 21-დან 49 წლამდეა, სამი წარსულში ნასამართლევი პირია. მათ საგამოძიებო უწყება ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა - ტარებასა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას ედავება. ერთ-ერთი დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს - სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის პისტოლეტები, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები. ერთ-ერთი ბრალდებულისგან ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე, 239-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24463/96/244639606_126:0:958:624_1920x0_80_0_0_0275a2c7a1e6564931da985343c3014a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია ცხრა პირი
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღისა უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორაციაში.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაციები თბილისში, აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და იმერეთში ჩატარდა.
დაკავებულებს შორის, რომელთა ასაკი 21-დან 49 წლამდეა, სამი წარსულში ნასამართლევი პირია. მათ საგამოძიებო უწყება ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა - ტარებასა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას ედავება. ერთ-ერთი დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს - სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის პისტოლეტები, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები.
ერთ-ერთი ბრალდებულისგან ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე, 239-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს